სინოფსისი
სინოფსისის რაობა
ტერმინი სინოპტიკური, ტრადიციულად, ახალი აღთქმის პირველ სამ სახარებას გულისხმობს. მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებები თავისი შინაარსითა და მათში მოთხრობილი ამბების თანმიმდევრობით მართლაც ურთიერთდაკავშირებულად აღიქმება. იოანეს სახარება კი მათგან განსხვავებულია, როგორც გადმოცემის სტილით, ისე თხრობის ფორმით და მიზანმიმართულებით. სწორედ ამიტომ პირველ სამ სახარებას მკითხველი ხედავს როგორც ერთიან – მთლიან ამბავს, ხოლო იოანეს სახარება ამ ამბებთან დაკავშირებულ, განცალკევებულ მოვლენად წარმოუდგება.

არქიეპისკოპოსი ამბერკი ტაუშევი თავის წიგნში “Четвероевангелие” и “Апостол” ასე ახასიათებს მათ განმასხვავებელ თავისებურებებს: მიუხედავად იმისა, რომ პირველ სამ სახარებათაგან ყოველი სისრულითა და განუმეორებლობით ხასიათდება, მაინც ადვილად შეიძლება განვალაგოთ ისინი პარალელურ სვეტებში. ასე მაგალითად, თუ სახარების მთლიან შინაარსს პირობითად ციფრი 100-ით განვსაზღვრავთ, მათეს სახარების 58% დანარჩენი სამის თანმხვედრია და შესაბამისად, 42% – განსხვავებული; მარკოზის სახარებიდან 93% თანმხვედრია და 7% – განსხვავებული; ლუკას სახარების 41% თანმხვედრია და 59% – განსხვავებული; სხვა სურათს ვხედავთ იოანეს სახარებასთან მიმართებაში: აქ მხოლოდ 8%-ია თანმხვედრი, ხოლო 92% – განსხვავებული…
სინოპტიკური ანუ პირველი სამი სახარება, – განაგრძობს არქიეპისკოპოსი ამბერკი, – უმთავრესად იესო ქრისტეს გალილეაში მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს, ხოლო წმინდა იოანეს სახარებაში აღწერილია იუდეაში მომხდარი ამბები. სინოპტიკოსები ძირითად ყურადღებას სასწაულებზე, იგავებსა და მიმდინარე მოვლენებზე ამახვილებენ, იოანე ღვთისმეტყველი კი მოვლენების სიღრმისეულ ანალიზს გვაწვდის, მას ხშირად მოჰყავს მაცხოვრის სიტყვები, გვიხსნის ჭეშმარიტი რწმენის არსს. მაგრამ ყველა განმასხვავებელი თავისებურების მიუხედავად, სახარებებს შორის ვერანაირ შინაგან წინააღმდეგობას ვერ დაინახავთ, ოთხივე სახარება განუყოფელი ნათელი შინაარსითაა აღვსილი და ჭეშმარიტი ღვთისმოსაობით არის გამთლიანებული (М.: ПСТБИ, 2002. Стр. 19-20).