12.02.2026. უძღების შვილის (ხორციელის) შვიდეული. ხუთშაბათი

12.02.2026. უძღების შვილის (ხორციელის) შვიდეული. ხუთშაბათი

           „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

           „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

          … მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3). 

         ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).        

        ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

     გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

12.02.2026. უძღების შვილის (ხორციელის) შვიდეული. ხუთშაბათი

კრება დიდთა მღვდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა (1084); მღვდელმოწამისა იპოლიტესი, რომის პაპასა და მის თანა მოწამეთა: კენსორინესი, საბიანესი, ქრისია ქალწულისა და სხვათა 20-თა (III); ღირსისა ზენონისა, წმიდა ბასილი დიდის მოწაფისა (V); მოწამისა თეოფილე ახლისა (780-802); კეთილმსახურისა პეტრესი, ბულგარეთის მეფისა (967).

დღის ლოცვები

დიდთა მღვდელმთავართა ბასილი დიდისა, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა

ტროპარი: ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

კონდაკი: სამთა უპირატესთა და უდიდესთა მნათობთა სამ-მზეობისა ღმრთაებისათა, რომელთა ყოველი სოფელი შარავანდედითა დოღმატთა საღმრთოთა განანათლეს და თაფლ-მწოლვარითა მდინარითა სიბრძნისათა ყოველი სოფელი ცნობისა ღმრთისა ნაკადულითა მორწყეს, ბასილის დიდსა და ღმრთისმეტყველსა გრიგოლის თანა იოანეს ენა ოქროვან წოდებულსა ყოველნი, რომელნი სიტყვათა მათთა ტრფიალ-ვართ, მოვედით თანად და გალობად პატივს ვსცემდეთ მათ, რამეთუ ესენი ყოვლადწმიდასა სამებასა ჩვენთვის მარადის ევედრებიან.

კონდაკი: სამღვდელოთა და საღმრთოთა ხმითა მქადაგებელთა, და მღვდელმთავართა თავთა, უფალო, კეთილთა შენთაგან მიიღეს განსვენება, რამეთუ შრომანი მათნი და სიკვდილნი მიითვალენ უფროს ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთასა მხოლოთ, რომელმან ადიდენ წმიდანი შენნი.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას

უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა

მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ცისკ.: ინ. 10: 9-16 (დას. 36).
ლიტ.: მღ.მთ.: ებრ 13: 7-16 (დას. 334). მთ. 5: 14-19 (დას. 11).

ცისკ.: ინ. 10: 9-16 

9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.

ლიტ.: მღ.მთ.: ებრ 13: 7-16 

7. გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას. 8. იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე. 9. ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვა უცხო მოძღვრება, რადგანაც სასიკეთოა მადლით განიმტკიცოთ გული და არა საჭმლით, რომელსაც ვერას გამორჩნენ ჭამას გადაყოლილნი. 10. ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ. 11. რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის. 12. ამიტომ იესოც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო. 13. მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მისი შეურაცხყოფა ვიტვირთოთ. 14. რადგანაც არა გვაქვს აქ მკვიდრი ქალაქი, არამედ მომავლის ქალაქს ვეძებთ. 15. ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს. 16. ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს.

ლიტ.: მთ. 5: 14-19 

14. თქვენა ხართ ნათელი ქვეყნისა. ვერ დაიმალება ქალაქი, მთის მწვერვალზე გაშენებული. 15. როდესაც ანთებენ სანთელს, საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, და უნათებს ყველა შინ მყოფს. 16. დაე, ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს. 17. ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად. 18. რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება. 19. ამრიგად, ვინც დაარღვევს თუნდაც ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ასე ასწავლის კაცთაც, უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში; ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში.

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
                                                                    (1 ინ. 3: 14) 

კრება მსოფლიოს დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა ბასილი დიდისა, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა. კონსტანტინეპოლში დიდხანს მიმდინარეობდა კამათი იმის თაობაზე, თუ ვისთვის მიენიჭებინათ უპირატესობა სამი მღვდელმთავრიდან: ერთნი ბასილი დიდს (ხს. 1 იანვარს) აყენებდნენ უფრო მაღლა, მეორენი – გრიგოლ ღვთისმეტყველს (ხს. 25 იანვარს), სხვები კი – იოანე ოქროპირს (ხს. 13 ნოემბერს). ამ მიზეზით ქრისტიანებს შორის განხეთქილება წარმოიშვა.
ღვთის ნებით, 1084 წელს სამივე მღვდელმთავარი ერთად ეჩვენა მიტროპოლიტ იოანეს და განუცხადეს, რომ თანასწორნი არიან უფლის წინაშე და უბრძანეს ერთ დღეს დაეწესებინათ მათი ხსენება. 
წმიდათა შორის მამაჲ ჩვენი ბასილი დიდი, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი (+379)
1 (14) იანვარი

ღირსი მამა ბასილი დიდი დაახლოებით 330 წელს დაიბადა კაბადუკიის დედაქალაქ კესარიაში. იგი კეთილშობილებით, სიმდიდრით, ნიჭიერებითა და საღვთო მოშურნეობით ცნობილი გვარის ჩამომავალი იყო. წმიდანის ბაბუა და ბებია დიოკლეტიანეს დროინდელ დევნილობისას 7 წლის განმავლობაში იმალებოდნენ ტყეში. წმიდა ბასილის დედა, ემილია, მოწამის შვილიშვილი იყო, მამა კი, უფროსი ბასილი, ნეოკესარიელი ადვოკატი და რიტორიკის ცნობილი მასწავლებელი.

ოჯახში ათი ბავშვი იზრდებოდა – ხუთი ვაჟი და ხუთი ქალი. მათგან ხუთი შემდეგში წმიდანად იქნა შერაცხილი: ბასილი, მაკრინა (ხს. 19 ივლისს) გრიგოლ ნოსელი (ხს 10 იანვარს), პეტრე სებასტიელი (ხს. 9 იანვარს) და ღირსი თეოზვა – დიაკონისა (ხს. 10 იანვარს).

სიყრმე ბასილიმ მამა-პაპისეულ მამულში გაატარა, პირველდაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო, შემდეგ კი საუკეთესო მასწავლებლებთან სწავლობდა კაბადოკიის კესარიაში. წმიდანმა აქ ყველა აღტაცებაში მოიყვანა. გრიგოლ ნაზიანზელი წერდა: „რიტორი იყო რიტორთა შორის უწინარეს საფილოსოფოსოჲსა სწავლისა. და, უზეშთაესიცა ვთქუ, მღვდელ იყო ქრისტიანეთაჲ”. კესარიიდან ბასილი ეწვია კონსტანტინეპოლს და რიტორიკას სწავლობდა ცნობილ ლიბანიოსთან. თავისი განათლება მომავალმა ეპისკოპოსმა გააგრძელა ტრადიციული ფილოსოფიური სკოლებით მდიდარ ქალაქ ათენში. ათენში ღირსი ბასილი დაუმეგობრდა გრიგოლ ღვთისმეტყველს. მათმა მეგობრობამ მთელი ცხოვრების მანძილზე გასტანა. დაახლოებით 357 წელს წმიდა ბასილი კესარიაში დაბრუნდა. ქალაქის მცხოვრებთა დაჟინებული თხოვნით იგი რამდენჯერმე გამოვიდა საჯაროდ და მსმენელები თავისი ორატორული ხელოვნებით აღაფრთოვანა. ოცდახუთი წლის ასაკში გახდა ადვოკატი და რიტორიკის მასწავლებელი, მაგრამ მალე ღვთის სიყვარულით აღსავსე განერიდა ამსოფლიურ საზრუნავებს და მონაზვნური ცხოვრების გზას დაადგა.

მონაზვნური ცხოვრების წესის გასაცნობად მან იმოგზაურა ეგვიპტეში, სირიასა და პალესტინაში, მოინახულა ღვაწლმოსილი მოსაგრეები, კაბადოკიაში დაბრუნების შემდეგ კი ცდილობდა მიებაძა მათთვის. მთელი სიმდიდრე წმიდანმა მოწყალებად გასცა. თავისი წერილებით ბასილი და გრიგოლი უსაზღვრო თავშეკავებით გამოირჩეოდნენ: მათ კელიებში არ იყო კერა ცეცხლის დასანთებად, საზრდელიც ძალზე მწირი ჰქონდათ. ისინი თლიდნენ ქვებს, რგავდნენ და უვლიდნენ ხეებს, ეზიდებოდნენ ტვირთს. მძიმე ფიზიკური შრომის გამო კოჟრები არ სცილდებოდათ ხელებიდან, ამსოფლიური ამაოებისაგან განრიდებული ბასილი და გრიგოლი სწავლობდნენ წმიდა წერილს, ეცნობოდნენ მის განმარტებებს, კერძოდ, ორიგენეს ნაშრომებს, რომლის თხზულებების მიხედვითაც შეადგინეს კრებული „ფილოკალია” („სიკეთისმოყვარება”). იმავე ხანებში ღირსმა ბასილიმ, ბერების თხოვნით, დაწერა ზნეობრივი ცხოვრების წესების სახელმძღვანელო. თავისი ცხოვრებისეული მაგალითითა და ქადაგებებით ბასილი დიდს სულიერი სრულყოფილებისაკენ მიჰყავდა კაბადოკიელი და პონტოელი ქრისტიანები. მრავალი ისწრაფოდა მისკენ, როგორც გამოცდილი და ღვთისულიერი მოძღვრისაკენ. ასე დაარსდა ორი – მამათა და დედათა მონასტერი, რომლებიც ბასილი დიდის ტიპიკონით ხელმძღვანელობდნენ.

იმპერატორ კონსტანცის (337-361) მეფობაში გავრცელდა არიოზის ცრუსწავლება და ეკლესიის სიწმიდის დაცვამ ორივე წმიდანის სამსახური მოითხოვა. ბასილი დიდი კესარიაში დაბრუნდა. 362 წელს მელეტი ანტიოქიელმა იგი დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი, 364 წელს, ევსევი კესარიელმა მღვდლად დაასხა ხელი. ბასილიმ სახელი გაითქვა თავისი სიბრძნითა და სიწმიდით. მას პატივს სცემდნენ, ქება-დიდებასა ასხამდნენ და ყოველივე ამან, ადამიანური სისუსტის გამო, ეჭვიანობა გააღვივა ევსევიში. მან ღირსი მამის შევიწროება დაიწყო. ბერები აღდგნენ წმიდა ბასილის დასაცავად. საეკლესიო განხეთქილების საფრთხე რომ მოესპო, წმიდანი თავის უდაბნოს დაუბრუნდა და მონასტრების კეთილმოწყობას შეუდგა. როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა. მოსალოდნელი დიდი ბრძოლის წინ ეპისკოპოს ევსევის თხოვნით, ბასილი სასწრაფოდ დაბრუნდა კესარიაში. ამ დროიდან მოყოლებული, ეკლესიის მართვა-გამგეობა ფაქტიურად ბასილი დიდის ხელში გადავიდა. იგი ყოველდღიურად წარმოთქვამდა ქადაგებებს, ხშირად დღეში ორჯერ – დილასა და საღამოს. ამ ხანებში შექმნა მან საღვთო ლიტურღიის ტიპიკონი, აგრეთვე საუბრები „ექუსთა დღეთათვის”, ისაიას წინასწარმეტყველების 16 თავის და ფსალმუნების განმარტებები, მონაზვნური ცხოვრების წესების მეორე კრებული – „ასკეტიკონი” (ეფრემ მცირის თარგმანით – „სამოღვაწეო წიგნი”) და 3 წიგნი არიანელი მოძღვრის ევნომიურსის წინააღმდეგ .

მართლმადიდებლური სწავლების სიწმიდის მებრძოლი ახოვანი მოსაგრე ამავე დროს გულმოწყალე და ღვთისმოყვარე ქრისტიანიც იყო: გლახაკებს აპურებდა, მწირებს და უსახლკაროებს თავშესაფარს აძლევდა , ზრუნავდა ქალწულებზე, წერილობით თუ სიტყვიერად წეს-განგებას უდგენდა მონაზვნებს.

ევსევი კესარიელის სიკვდილის შემდეგ, 370 წელს, მისი კათედრა წმიდა ბასილიმ დაიკავა. როგორც კესარიელ ეპისკოპოსს, მას 11 პროვინციის 50 ეპისკოპოსი ემორჩილებოდა. წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი (ხს. 2 მაისს) მადლობდა ღმერთს იმისათვის, რომ კაბადოკიის ეკლესიას ბასილის მაგვარი ეპისკოპოსი მიმადლა.

წმიდა მღვდელმთავარს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი წერილი ეკლესიების, ეპისკოპოსების, სამღვდელოებისა და კერძო პირების მიმართ. ბასილი დიდის დაუცხრომელი მოღვაწეობა აძლიერებდა ერეტიკოსთა სიძულვილს მისდამი.

იმპერატორი ვალენტი მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს დევნიდა, ასახლებდა და სასტიკი მეთოდებით ავრცელებდა არიანობას. ამავე მიზნით ჩამოვიდა ის კაბადოკიაში და წმიდა ბასილისთან გაგზავნა პრეფექტი მოდესტი, რომელიც ემუქრებოდა მას ქონების ჩამორთმევით, განდევნით, წამებით და სიკვდილით დასჯითაც კი. „შენი მუქარა მე არ მაშინებს, – უპასუხა წმიდანმა, – ქონებას ვერ დაკარგავს ის, ვისაც არაფერი გააჩნია ძველი, გაცრეცილი სამოსისა და რამოდენიმე წიგნის გარდა; გადასახლების საფრთხე ჩემთვის არ არსებობს, რადგან არცერთ ადგილას არ ვარ მიჯაჭვული; ადგილი, სადაც ახლა ვცხოვრობ, ჩემი არაა და არც ის ადგილი იქნება ჩემი, სადაც გამაგდებენ. უკეთ რომ ვთქვათ, ყველა ადგილი უფლისაა. წამებითაც რას დამაკლებენ: ისე სუსტი ვარ, რომ მხოლოდ პირველ დარტყმას ვიგრძნობ _ სიკვდილი კი წყალობაა ჩემთვის: ის მიმაახლებს უფალთან, რომლისთვისაც ვცოცხლობ და ვიღწვი, და რომლისკენაც დიდი ხანია ვისწრაფვი”. მმართველი გაოგნებული უსმენდა, „ალბათ არასდროს შეხვედიხარ ეპისკოპოსს, – განაგრძობდა წმიდანი, – თორემ მისგან უთუოდ ამგვარივე სიტყვებს გაიგონებდი. ჩვენ უწყინარები და ყოველგვარი ხელისუფლების ყველაზე მორჩილი მსახურები ვართ, მაგრამ, როცა საქმე უფალს ეხება და გაკადნიერდებიან, აღსდგებიან მის წინააღმდეგ, ჩვენ ყველაფერზე მაღლა ვდგებით და მხოლოდ ღმერთს ვემორჩილებით. მაშინ ცეცხლი, მახვილი, გააფთრებული მხეცები და საწამებელი იარაღები ჩვენთვის ნეტარებაა და ამით ვერ შეგვაშინებენ.”

როცა იმპერატორს პრეფექტმა ბასილი დიდის შეურყევლობა ამცნო, დასძინა: „დაგვამარცხა, მეფევ, ეკლესიის წინამძღვარმა”! ამგვარივე სიმტკიცე გამოიჩინა წმიდანმა თავად იმპერატორის წინაშეც და ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ვალენტინზე, რომ მან მხარი არ დაუჭირა არიანელებს, რომლებიც ეპისკოპოსის გადასახლებას ითხოვდნენ. უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე, როცა ტაძარში უამრავ ხალხს მოეყარა თავი, ვალენტიც შეერია მათ, რათა ეჩვენებინა თავისი ერთობა ეკლესიასთან. ფსალმუნთა გალობა მეხისტეხასავით ჩაესმა იმპერატორს. მან იხილა მშვენივრად შემკული ამბიონი და საკურთხეველი, შიშითა და კრძალვით გარინდული სამღვდელოება და ტრაპეზთან მდგომარე ბასილი დიდი, რომელიც ანგელოზებრივი სიწმიდით აღასრულებდა ღვთისმსახურებას.

ღირსი ბასილი მკაცრად ადევნებდა თვალყურს საეკლესიო კანონის დაცვას. მის დროს სამღვდელოებაში უღირსი ვერ გაერეოდა. ის დაუზარლად მოიხილავდა თავის ეკლესიებს, მიუკერძოებლად სჯიდა საეკლესიო დისციპლინის დამრღვევებს. კესარიაში ბასილი დიდმა ორი – მამათა და დედათა მონასტერი ააგო 40 მოწამის სახელობის ტაძართან, სადაც მათი წმიდა ნაწილები ინახებოდა. მღვდელმთავარს დაქვემდებარებული მიტროპოლიის მღვდელმსახურები, ბერ-მონაზონთა მიბაძვით, მეტად ღარიბულად, წმიდად და კეთილმსახურებით ცხოვრობდნენ. ბასილი დიდმა მიაღწია სამღვდელოების განთავისუფლებას გადასახადებისაგან. მთელ თავის სახსრებს და თავისი ეკლესიების შემოსავალს ის გლახაკებს ახმარდა, დააარსა დავრდომილთა თავშესაფრები, კესარიაში ააგო სასტუმრო მწირთათვის. სნეულებებმა, რომლებიც სიყმაწვილიდანვე თან სდევდა წმიდანს, მკაცრმა და თავშეკავებულმა ცხოვრებამ, სამწყსოზე ზრუნვამ და წინააღმდეგობებთან ბრძოლამ წმიდა ბასილს ფიზიკური ძალები გამოაცალა. 379 წლის 1 იანვარს 49 წლის ღირსი მამა გარდაიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე აკურთხა გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომ კონსტანტინეპოლის კათედრა დაეკავებინა.

ეკლესიის ეს უდიდესი მამა მიცვალებისთანავე წმიდანად შერაცხეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ცხოვრება
25 (07.02) იანვარი

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სამშობლო იყო სამხრეთ კაპადოკია, ქალაქი ნაზიანზი, საიდანაც წარმოსდგება მისი ზედწოდება – ნაზიანზელი. გრიგოლის მშობლების კეთილშობილი წარმოშობისანი იყვნენ. მამას ასევე გრიგოლი ერქვა, დედას კი – ნონა. მამა თავიდან არ იყო ქრისტიანი, წმიდა გრიგოლის დედა კი, ნეტარი ნონა, ქრისტიანი მშობლების შვილი და თავადაც ღვთისმოშიში ქრისტიანი იყო. ღმრთის განგებით იგი ურწმუნო კაცის ცოლი გახდა, რათა ისიც ქრისტეს სჯულზე მოექცია, რამეთუ წმიდა წერილი ამბობს: „განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმიდნების ცოლი იგი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა“ (1 კორ. 7, 14). ასეც მოხდა: ღმრთის შეწევნითა და წმიდა ნონას მცდელობით გრიგოლმა უარყო თავისი ცთომილება და ნათელ-იღო.

ნეტარი ნონა ევედრებოდა უფალს, რომ ძე შესძენოდა, და თავიდანვე აღთქმა დადო: თუ ვაჟი ეყოლებოდა, მას ღმერთის სამსახურს შესწირავდა. უფალმა ისმინა მისი და მისცა ძე, რომელსაც მამის სახელი – გრიგოლი უწოდეს. იგი მაშინვე არ მოუნათლავთ, რადგან იმ ხანებში ქრისტიანებს დაბადებისთანავე არ ნათლავდნენ, არამედ ზრდასრულ ასაკში. მოგვიანებით წმიდა მამებმა ეს ჩვეულება შეცვალეს და წესად დაადგინეს ყრმათა ადრეული ნათლობა.

ყრმა გრიგოლი ქრისტიანულად იზრდებოდა. იგი თავიდანვე გამოირჩეოდა თანატოლებისაგან განსაკუთრებული გონიერებითა და სწავლაში გულმოდგინებით. თამაში, გართობა და ათასგვარი სანახაობა არ იზიდავდა და მთელ დროს წიგნის კითხვას ანდომებდა, დედა კი ქრისტიანულ ცხოვრებას ასწავლიდა. წმიდა გრიგოლი განსაკუთრებით ცდილობდა სულის სიწმინდისა და სხეულის უმანკოების დაცვას, ერიდებოდა ზედმეტ ჭამა-სმას, ღვინის სმასა და ფუჭ დროსტარებას.

სწავლის გასაგრძელებლად წმიდა გრიგოლი ჯერ პალესტინის კესარიაში ჩავიდა, მერე კი ალექსანდრიას მიმართა, სადაც ცნობილი მასწავლებლების ხელმძღვანელობით ეუფლებოდა ძველ ელინურ სიბრძნეს. მალე იგი ათენს გაემგზავრა გემით, რომელსაც მძვინვარე ქარიშხალი დაღუპვას უქადდა, მაგრამ ღმერთის შეწევნითა და წმიდა გრიგოლის ლოცვით გადარჩა. როგორც ვიცით, ათენში გრიგოლი გაეცნო და დაუმეგობრდა ბასილი დიდს.

როდესაც ბასილი დიდი ეგვიპტეში გაემგზავრა, გრიგოლი ერთხანს ათენში დარჩა და რიტორიკას ასწავლიდა, მერე კი, რომ გაიგო, მამამისი ნაზიანზის ეპისკოპოსად დაადგინეს, მაშინვე სამშობლოში დაბრუნდა. ამ დროს გრიგოლი უკვე 30 წლისა იყო და მამის ხელიდან მიიღო წმიდა ნათლისღება. მას სურდა მაშინვე მიეტოვებინა ეს სოფელი და უდაბნოში განმარტოებულიყო, მაგრამ მამის თხოვნას დაჰყვა და დროებით ნაზიანზში დარჩა. მთელ დროს გრიგოლი ღმრთივსულიერი წიგნების კითხვას და ლოცვას ანდომებდა. მალე მამამ იგი თავისი ნების წინააღმდეგ მღვდლად აკურთხა და ეპისკოპოსად დადგინებასაც უპირებდა. ეს რომ შეიტყო, გრიგოლი ჩუმად გაიპარა სახლიდან და პონტოს მონასტერს მიაშურა, სადაც უკვე მოღვაწეობდა მისი მეგობარი, ბასილი. ამგვარად, ბასილი და გრიგოლი კვლავ ერთად ცხოვრობდნენ, ერთმანეთს ბაძავდნენ ღმრთის სათნო ცხოვრებაში და ერთადვე ქმნიდნენ მონაზვნური ცხოვრების წეს-განგებას.

ამ დროს გარდაიცვალა გრიგოლის ძმა, კესარიოსი. მამამ წერილი მოსწერა, რომელშიც ცრემლით ევედრებოდა ჩასულიყო და თანადგომა გაეწია მისთვის. გრიგოლი დაჰყვა მამის თხოვნას და დაბრუნდა ნაზიანზში, სადაც არიოზის წვალება მომძლავრებულიყო. აქ იგი ეხმარებოდა ღრმად მოხუცებულ მამას ეკლესიის მართვასა და არიოზის ცრუ-მოძღვრების მხილებაში.

კონსტანტინე დიდის ძის, კონსტანციუსის სიკვდილის შემდეგ ბიზანტიის ტახტზე ავიდა უსჯულო იულიანე, რომელიც აშკარად განუდგა ქრისტეს და თავი წარმართად გამოაცხადა. მან განაახლა ქრისტიანების დევნა და დიდ საფრთხეს უქადდა ქრისტეს ეკლესიას, მაგრამ სპარსელებთან ერთ-ერთ ბრძოლაში დაეცა. მის შემდეგ გამეფდა მართლმადიდებელი იმპერატორი იობიანე, რომელმაც ძლიერ ცოტა ხანს იცოცხლა და ტახტზე ვალენტი ავიდა, არიოზის მიმდევარი. მის დროს ამ ცრუმოძღვრებამ ახალი ძალით იფეთქა და მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანი აცთუნა. თვით ეპისკოპოსი ევსევი კესარიელიც კი შეორგულდა და გადაუხვია მართალ სარწმუნოებას. ეს რომ შეიტყო, გრიგოლმა წერილი მისწერა მას და ურჩია, კესარიაში ბასილი დიდი დაებრუნებინა. მანვე მისწერა ბასილის და სთხოვა, ეკლესიის საჭიროებისთვის მიეტოვებინა მონასტერი და კესარიაში წასულიყო.

ამგვარად, მან შეარიგა ეს ორი მამა. ბასილი კესარიაში დაბრუნდა და მხარში ამოუდგა ევსევის. არიანელთა დიდი ნაწილი დადუმდა, დანარჩენები გაიქცნენ. მალე ევსევი გარდაიცვალა და კესარიის მთავარეპისკოპოსის ტახტზე ბასილი დაადგინეს, თუმცა ეს მისი ნების წინააღმდეგ მოხდა.

წმიდა გრიგოლი ერთ-ერთ მონასტერში განმარტოვდა, მერე კი უდაბნოში დაეყუდა, თუმცა მალე ყურად იღო მშობლების ვედრება და ნაზიანზში დაბრუნდა. მამა სთხოვდა, მის ნაცვლად ემართა ნაზიანზის ეკლესია, მაგრამ გრიგოლს არ სურდა ამ პატივის მიღება და უარზე იდგა. ბოლოს იგი დამორჩილდა ბასილი დიდისა და მამის ნებას და ქალაქ სასიმის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. გრიგოლის მამა 45 წელი იყო ნაზიანზის ეპისკოპოსი და ღრმად მოხუცი, 100 წლის ასაკში მიიცვალა. მალე ნატარი ნონაც აღესრულა. გრიგოლმა დიდი პატივით დაკრძალა მშობლები და, თუმცა თანამოქალაქეებს ძალიან უნდოდათ, რომ მას მამის კათედრა დაეკავებინა, გრიგოლი არ დაჰყვა მათ თხოვნას. მალე იგი ფარულად სელევკიაში გაემგზავრა, იქიდან კი კესარიაში ჩავიდა და ბასილის მიერ მოწყობილი საავადმყოფოებისა და ხანაგების გამგებლობას შეუდგა.

ამასობაში არიანული წვალების წიაღიდან იშვა ახალი – მაკედონიოსის სული წმიდის მგმობელი წვალება. ეს წვალება განსაკუთრებით გავრცელდა ბიზანტიაში. ბასილი დიდისა და მრავალი სხვა მამის რჩევით, გადაწყდა გრიგოლი ბიზანტიაში ჩასულიყო მართლმადიდებლობის დასაცავად. ამ დროს აღესრულა ბასილი დიდი, რამაც დიდად დაამწუხრა გრიგოლი, იგი ჩავიდა კესარიაში და თავისი უახლოესი მეგობარი დაიტირა. მალე გრიგოლი კონსტანტინეპოლს გაემგზავრა, სადაც ქრისტეს ეკლესია მეტისმეტად შერყეული დახვდა. ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი მწვალებლებს ჰყავდათ გადაბირებული, თითქმის ყველა ტაძარი მათ ხელში იყო. მართლმადიდებლებს ეპყრათ მხოლოდ ერთი პატარა, წმიდა ანასტასიას სახელობის ძველი ეკლესია. წმიდა გრიგოლმა მაშინვე დაიწყო ბრძოლა მწვალებელების წინააღმდეგ და მათ დოგმატურ ცდომილებებს ობობას ქსელივით არღვევდა. მისი დაუღალავი ქადაგების შედეგად ქრისტეს ეკლესიას მრავალი შეცთომილი შვილი დაუბრუნდა, მწვალებელთა რიცხვი კი ყოველდღიურად კლებულობდა.

ამასობაში გამოჩნდა კიდევ ერთი ახალი წვალება – აპოლინარიუსისა, რომელიც არასწორად ასწავლიდა ქრისტეს განხორციელების შესახებ. ამ წვალებამ ძალიან მოიკიდა ფეხი და წმიდა გრიგოლმა, როგორც მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველმა, მის წინააღმდეგაც გაილაშქრა. აპოლინარიუსის მიმდევრებმა სასტიკი ბრძოლა გაუმართეს წმიდანს, მრავალჯერ დასწამეს ცილი, მრავალჯერ დაუპირეს ქვებით ჩაქოლვა, მაგრამ ღმერთი ყოველთვის იფარავდა მას. ბოლოს იგი შეიპყრეს და ქალაქის თავს წარუდგინეს, როგორც ავაზაკი, მაგრამ მან იცოდა გრიგოლის უდანაშაულობა და გაათავისუფლა.

ამგვარად, წმიდა გრიგოლმა შორს გაითქვა სახელი, როგორც მართლმადიდებლობის მხნე დამცველმა და ბრძენმა მოძღვარმა. სწორედ განსაკუთრებული სიბრძნისა და მრავალ მძლავრ მწვალებელზე მოპოვებული გამარჯვებისათვის ეწოდა მას „ღმრთისმეტყველი“, ქრისტეს საყვარელი მოწაფის, იოანეს მსგავსად. მართლმადიდებლებს სურდათ, წმიდა გრიგოლი კონსტანტინეპოლის პატრიარქად ეხილათ, ამასვე ურჩევდა ალექსანდრიის პატრიარქი პეტრე, წმიდა ათანასე ალექსანდრიელის მემკვიდრე. მაგრამ ამ დროს მოულოდნელი დაბრკოლება გამოჩნდა.

კონსტანტინეპოლში ცხოვრობდა ერთი ბერძენი ფილოსოფოსი მაქსიმე, ცინიკოსთა სკოლის წარმომადგენელი, კაცი ცბიერი და პირმოთნე. იგი ეახლა წმიდა გრიგოლს, უარყო ელინური უღმრთოება, ნათელ-იღო და წმიდა ეკლესიის წევრი გახდა. მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ თვალთმაქცობა იყო – სინამდვილეში მაქსიმე ცხვრის ტყავში გამოხვეული მგელი გახლდათ და ბოროტი მიზნები ჰქონდა. წმიდა გრიგოლს ეჭვი არ შეჰპარვია მის გულწრფელობაში, დაიახლოვა და ეკლესიის მრევლს შეუერთა. მაქსიმემ ერთ-ერთ ხუცესთან ერთად დაიწყო ბრძოლა კონსტანტინეპოლის პატრიარქის ტახტის მისატაცებლად და ათასგვარი ხრიკების საშუალებით შეძლო კიდეც ამ მიზნის მიღწევა. მორწმუნენი აღაშფოთა მაქსიმეს მზაკვრობამ, მათ არ მიიღეს იგი და წმიდა გრიგოლსაც უსაყვედურეს ასეთი კაცის დაახლოებისათვის.

მაშინ მაქსიმე მის მიერ მოსყიდულ ეგვიპტელ ეპისკოპოსთან ერთად იმპერატორ თეოდოსი დიდთან გაემგზავრა, რომელიც იმ დროს თავის ლაშქართან ერთად თესალონიკში იმყოფებოდა და კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე დამტკიცება სთხოვა. თეოდოსი განრისხდა და გააძევა მაქსიმე, რომელიც ალექსანდრიაში ჩავიდა და იქ პეტრე ალექსანდრიელთან გამართა ქიშპობა, მაგრამ მალე იქიდანაც გამოაგდეს.

ამასობაში წმიდა გრიგოლს ჯანმრთელობამ უღალატა და სნეულებებმა დარიეს ხელი. მან გადაწყვიტა უარი ეთქვა კონსტანტინეპოლის ეკლესიის მართვაზე და ნაზიანზში დაბრუნებულიყო. მანამდე გრიგოლმა გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა ხალხს, რომელშიც მოუწოდა მტკიცედ დაეცვათ მართლმადიდებლობა და რაც შეიძლება მეტი კეთილი საქმე ეკეთებინათ. ხალხი მიხვდა, რომ ეკლესიის მწყემსი ტოვებდა სამწყსოს. გაისმა შეძახილები და ხმამაღალი ტირილი:

– მამაო! შენი წასვლით თან მიგაქვს სწავლება წმიდა სამების შესახებ. უშენოდ ამ ქალაქში გაქრება ჭეშმარიტი აღმსარებლობა, შენთან ერთად განგვეშორება მართლმადიდებლობა და ღმრთისმოშიშება!

ხალხის ასეთმა მწუხარებამ წმიდა გრიგოლს გადააფიქრებინა კონსტანტინეპოლიდან წასვლა და აღუთქვა მოქალაქეებს, რომ ვიდრე კონსტანტინეპოლის ტახტზე ღირსეულ ეპისკოპოსს არ აირჩვედნენ, მათთან დარჩებოდა. ამ დროს თეოდოსი დიდმა გამარჯვება მოიპოვა ბარბაროსებთან ბრძოლაში და კონსტანტინეპოლში დაბრუნდა. ქალაქის საკათედრო ტაძარი ამ დროს კვლავ არიანელებს ეპყრათ, პატრიარქის ტახტზე კი არიანელი პატრიარქი, დემოფილე იჯდა. თეოდოსიმ მოსთხოვა დემოფილეს, ან წვალებაზე ეთქვა უარი, ან ეპისკოპოსობა დაეთმო. დემოფილემ თავისი ცთომილება აირჩია. მაშინ მეფემ დაუბრუნა მართლმადიდებლებს კონსტანტინეპოლის მთავარი ეკლესია, რომელიც ორმოცი წლის მანძილზე არიანელების ხელში იყო, და ყველა სხვა ეკლესიაც. როდესაც წმიდა გრიგოლი და მთელი მორწმუნე ერი ეკლესიას მიუახლოვდა, არიანელებმა გზა გადაუღობეს და არ სურდათ მათი შეშვება, ისინი სიკვდილით ემუქრებოდნენ წმიდა გრიგოლს; ატყდა დიდი შფოთი. ამ დროს თვით მეფე მობრძანდა და პატივით შეაბრძანა ეკლესიაში მღვდელმთავარი და მისი თანმხლებნი. ხალხი სიხარულით ჰმადლობდა ღმერთს და სურდა მაშინვე აეყვანათ პატრიარქის ტახტზე გრიგოლ ღმრთისმეტყველი, მაგრამ იგი მეტისმეტად დაუძლურებული იყო თავისი სნეულებით და ერთ-ერთი დაახლოებული პირის დახმარებით მიმართა ხალხს:

– შვილნო! დღეს სიხარულისა და ღმერთისთვის მადლობის აღვლენის დროა, პატრიარქის არჩევა კი სხვა, უფრო შესაფერი დროისათვის გადავდოთ!

ხალხმა შეისმინა წმიდა მღვდელმთავრის რჩევა და შეწყვიტა ყვირილი. ლიტურგიის დამთავრების შემდეგ ყველა წავიდ-წამოვიდა, არიანელები კი შერცხვენი სცემდა წმიდა გრიგოლს და მამასავით ექცეოდა, მაგრამ გრიგოლი იშვიათად მიდიოდა მეფესთან, რადგან კარგად ახსოვდა სოლომონ მეფის სიტყვები: „ნუ დახშირებულ აღიყვან ფერხსა მეგობრისა მიმართ შენისა, რათა არა ოდეს განძღეს შენგან, მოგიძულოს შენ“ (იგავ. 25, 18).

წმიდანი გულმოდგინედ მოძღვრავდა ხალხს, ავადმყოფებს ნახულობდა და კურნავდა, შეურაცხყოფილებს ესარჩლებოდა, სუსტებს განამტკიცებდა და მწვალებლებთან ბრძოლას განაგრძობდა. იგი ხშირად მიდიოდა სოფელში, რათა ცოტა ხანს მარტო დარჩენილიყო და დაესვენა, იმისათვის, რომ ეკლესიის და ხალხის სამსახური შესძლებოდა.

381 წელს ბიზანტიაში დაიწყო მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელზეც 150-მა ეპისკოპოსმა მოიყარა თავი. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს წმიდა მელენტი ანტიოქიელი. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი თავისი ნების წინააღმდეგ, მეფისა და მთელი ხალხის თხოვნით, კონსტანტინეპოლის პატრიარქის ტახტზე აიყვანეს. მალე მელენტი, ანტიოქიის პატრიარქი, ავად გახდა და გარდაიცვალა. ამ დროს კრებაზე ჩამოვიდნენ მაკედონიისა და ეგვიპტის ეპისკოპოსები, რომლებმაც დიდი უკმაყოფილება გამოთქვეს გრიგოლის არჩევის გამო. ისინი ამტკიცებდნენ, კონსტანტინეპოლის პატრიარქის არჩევა ალექსანდრიის პატრიარქის საქმეა და არა ანტიოქიისაო. ეპისკოპოსებს შორის დავა ატყდა. ერთნი ამბობდნენ, გრიგოლი სამართლიანად არის არჩეულიო, მეორენი კი საწინააღმდეგო აზრისანი იყვნენ. მაშინ წმიდა გრიგოლმა შეკრიბა ეპისკოპოსები და სიტყვით მიმართა მათ:

– წმიდანო მწყემსმთავარნო! არასოდეს ვცდილვარ კონსტანტინეპოლის ეკლესიის ტახტზე დამკვიდრებას, ხოლო თუ ეს ეკლესია ჩემი ღვაწლით გაიზარდა და გაძლიერდა, ამისთვის ღმერთს ვწირავ მადლობას და მისგანვე მოველი სასყიდელს. მხოლოდ ჩემი სამწყსოს სიყვარულმა და მღვდელმთავართა საერთო რჩევამ მაიძულა პატრიარქობის მიღება, მაგრამ ვხედავ, რომ ბევრი მტრულად მიყურებს. მაშ იცოდეთ, მე არც სიმდიდრე მიზიდავს, არც მაღალი თანამდებობა და პატივი, არ მსურს კონსტანტინეპოლის პატრიარქის სახელი და დაუნანებლად ვთმობ ეპისკოპოსობას; თქვენ კი ითათბირეთ და, როგორც უმჯობესად მიიჩნევთ, ისე გადაწყვიტეთ. მე დიდი ხანია მონასტრის სიმყუდროვე მიხმობს – ვინც პატრიარქობას მართმევს, ის უფალს ვერ წამართმევს.

ამის შემდეგ გრიგოლმა დატოვა პატრიარქის სამყოფელი და ეკლესიის მახლობლად, პატარა სახლში განმარტოვდა. იგი ცდილობდა თავი აერიდებინა მასთან მისული ხალხის ლაპარაკისა და მითქმა-მოთქმისათვის, მაგრამ ხალხი ევედრებოდა, არ მიეტოვებინა ქალაქი, რომელსაც ამდენი წყალობა უყო და ასეთი ღვაწლი დასდო. წმიდა გრიგოლს შეებრალა ისინი და აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო – ღმერთს ევედრებოდა, თავად მას გადაეწყვიტა ეს საკითხი.

ამასობაში კრებაზე თავმოყრილ ეპისკოპოსთა რიცხვმა იმატა, შფოთი და უთანხმოება კი არ ცხრებოდა. მაშინ გრიგოლი კვლავ წარსდგა მათ წინაშე და მიმართა:

– მამანო და მღვდელმთავარნო! სირცხვილია, რომ თქვენ, ვინც სხვებს ასწავლით მშვიდობით ცხოვრებას, ერთმანეთთან ვერ დაგიმყარებიათ მშვიდობა. როგორ უნდა შესძლოთ სხვების დარწმუნება, თუ თქვენ თვითონ ვერ მიაღწევთ მშვიდობას? მაგრამ გვედრით ერთარსი და ყოვლადწმიდა სამების წინაშე, ზავი ჩამოაგდეთ და სიყვარული უჩვენეთ ერთმანეთს. თუ თქვენი ქიშპობის მიზეზი მე ვარ, მაშ იონა წინასარმეტყველივით გადამაგდეთ გემიდან – იქნება შეწყდეს ეს განხეთქილება. და თუმცა მე არა ვარ დამნაშავე ქარიშხლის ამოვარდნაში, მაგრამ ვარჩევ, მე დავზარალდე, ოღონდაც თქვენ გქონდეთ მშვიდობა ერთმანეთთან. გადამაგდეთ ტახტიდან, გამაძევეთ ქალაქიდან, მხოლოდ შეიყვარეთ მშვიდობა და ჭეშმარიტება: ამას გთხოვთ ზაქარია წინასწარმეტყველთან ერთად (ზაქ. 8, 19). სიკეთეს გისურვებთ, წმინდანო მღვდელმთავარნო! ნურც ჩემს შრომას დაივიწყებთ!

ამ სიტყვამ ყველა მის მოწინააღმდეგესაც კი მოულბო გული. მაგრამ წმიდა გრიგოლმა მტკიცედ გადაწყვიტა, სამშობლოში დარბუნებულიყო. იგი მივიდა მეფესთან და სთხოვა:

– მეფეო! ღმერთმა მოგაგოს ყველა იმ სიკეთისათვის, რაც ეკლესიას უყავი. მაგრამ შეისმინე, მაღალო ხელმწიფეო, ჩემი დღევანდელი სათხოვარი: არც მამულის სათხოვნელად მოვსულვარ, არც ჩემი ნათესავების პატივს დავეძებ, მხოლოდ ჩემს შრომათა შემსუბუქება მსურს. დაე ამით მოეღოს ბოლო მრავალთა შურს, დაე შენი მცდელობით მშვიდობა ჩამოვარდეს ეპისკოპოსებს შორის! შენ, ვინც გამარჯვება მოიპოვე ბარბაროსებზე – მღვდელმთავართა შუღლიც დააცხრე! ამას კი მაშინ მიაღწევ, თუ მე სამშობლოში გამიშვებ. მხოლოდ ამ წყალობის სათხოვნელად მოვედი შენთან, მაშ ნუ მეტყვი უარს ამ უკანასკნელ სიკეთეზე!

ამ სიტყვებმა შეძრეს მეფე და მას ცრემლი მოერია, ატირდნენ იქ მყოფი დიდებულებიც. ყველა დიდ სიყვარულს გრძნობდა წმიდა გრიგოლის მიმართ და არ სურდათ მისი გაშვება. წმინდანმა კვლავ რამდენჯერმა გაუმეორა თხოვნა, თან თავის სიბერესა და სნეულებასაც ახსენებდა. ბოლოს, როგორც იქნა, დაარწმუნა მეფე, გაეშვა იგი, რათა დარჩენილი დღეები მშვიდად გაეტარებინა და დაესვენა ამდენი შრომის შემდეგ. მაშინ გრიგოლი ყველას გამოეთხოვა, უკანასკნელი დარიგება მისცა თავის სამწყსოს და გასცილდა ქალაქს. ხალხმა ტირილით გააცილა საყვარელი მღვდელმთავარი. რამდენიმე ეპისკოპოსმა, ვისაც უყვარდა გრიგოლი და განიცდიდა მის წასვლას, დატოვა კრება და შინ გაემგზავრა. ასეთები იყვნენ გრიგოლ ნოსელი, ამგილოქე იკონიელი, ევლოგი ედესელი და სხვები. კრებაზე დარჩენილმა ეპისკოპოსებმა პატრიარქად სენატორი ნექტარიოსი აირჩიეს.

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი კაპადოკიაში, პატარა სოფელ არიანზში განმარტოვდა. აქ იგი ისვენებდა,  თან ბევრს შრომობდა ეკლესიის საკეთილდღეოდ. ამ დროს მისი სამშობლო, ნაზიანზი აპოლინარიუსის წვალებით იყო შებილწული. წმიდა გრიგოლი თავისი სიტყვითაც და ეპისტოლეებითაც მტკიცედ ებრძოდა ამ ცრუმოძღვრებას. ქალაქის მცხოვრებნი სთხოვდნენ, ეკლესიის მმართველობა ეკისრა, მაგრამ გრიგოლმა უარი თქვა ამ პატივზე და სხვა, ღირსეული ეპისკოპოსი დაუდგინა,  თვითონ კი კვლავ არიანზში განაგრძობდა განმარტოებულ ცხოვრებას. იგი აღესრულა 389 წლის 25 იანვარს, ღრმად მოხუცებული, და პატივით დაკრძალეს მშობლიურ ქალაქ ნაზიანზში. 950 წელს ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე პორფიროგენეტმა მისი წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენა.

შეადგინა და თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ

წმიდა იოანე ოქროპირი – კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407)
13 (26) ნოემბერი

წმიდა იოანე ოქროპირი ანტიოქიაში დაიბადა, დაახლოებით 347 წელს. მისი მშობლები, სეკუნდუსი და ანთუსა, წარჩინებული და ღმრთისმოშიში ხალხი იყო. სეკუნდუსს მხედართმთავრის თანამდებობა ეჭირა, იგი მეფის კარზე დიდი პატივისცემით სარგებლბოდა, მაგრამ ადრე გარდაიცვალა და ყრმა იოანეს აღზრდა მთლიანად დედას დააწვა მხრებზე, რომელიც სულ ახალგაზრდა, 20 წლისა დაქვრივდა. ანთუსა შვილს ქრისტიანული ღვთისმოშიშების სულს უნერგავდა და ამასთან საერო განათლებასაც აძლევდა იმ დროის ცნობილი სწავლულების ხელმძღვანელობით. 18 წლის იოანე ათენს გაემგზავრა განათლების სრულყოფისათვის. აქ იგი თავისი სიბრძნითა და განსწავლულობით მალე აღემატა ყველა თავის თანატოლსა და ბევრ ფილოსოფოსსაც, რის გამოც მოშურნეებიც გაუჩნდა. უკვე იმ დროს წმიდანის ქადაგებით მრავალი წარმართი მოექცა ქრისტეს სჯულზე. ათენის მთავარეპისკოპოსმა გადაწყვიტა მღვდლად ეკურთხებინა იგი და თავის მემკვიდრედაც დაედგინა. ეს რომ შეიტყო, იოანე ფარულად გაიპარა ათენიდან და მშობლიურ ანტიოქიაში დაბრუნდა.

ანტიოქიაში წმიდა იოანე განმარტოებით ცხოვრობდა, ამასოფლისეული არაფერი იტაცებდა და თავის მეგობარ ბასილისთან (შემდგომში რაფანის ეპისკოპოსი) ერთად მონაზვნობა სურდა. მაშინ დედამ, ანთუსამ, მოაგონა, რომ მას ამსოფლად აღარვინ რჩებოდა ნუგეშინისმცემელი და სთხოვა, ვიდრე ცოცხალი ვარ, ნუ მიმატოვებო. იოანემ შეისმინა დედის თხოვნა და დროებით ხელი აიღო განზრახვაზე, მაგრამ შინაც განდეგილივით ცხოვრობდა და მთელ დროს მარხვასა და ლოცვაში ატარებდა. ამ პერიოდში იოანე დაუახლოვდა ანტიოქისს პატრიარქს, წმიდა მელეტის, რომელმაც მონათლა იგი და მკითხველად დაადგინა ეკლესიაში. სამი წლის შემდეგ ანთუსა გარდაიცვალა. იოანემ პატივით დაკრძალა დედა, მერე კი მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, მონები გაათავისუფლა და მონასტერში განმარტოვდა, სადაც მკაცრ მოღვაწეობაში ატარებდა დღეებს. აქ დაწერა წმიდა იოანემ თავისი თხზულებები: „მღვდლობისათვის“, „გულის შემუსრვილებისათვის“, „ეპისტოლე თეოდორეს მიმართ“.

ერთ ღამეს ამ მონასტერში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ბერმა, ევსუქიმ იხილა, რომ იოანეს ეწვია სპეტაკ სამოსელში გამოწყობილი ორი მოციქული – იოანე და პეტრე. იოანეს ხელთ გრაგნილი ეპყრა, პეტრეს კი გასაღები. იოანე ღვთისმეტყველმა გადასცა გრაგნილი და უთხრა:

– უფალი განიჭებს უღრმეს სიბრძნეს, რათა დაჰმოძღვრო ქრისტეს სამწყსო, და დაადუმო მწვალებლები!

წმიდა პეტრემ კი გასაღები ჩააბარა:

– მე ვარ პეტრე, სასუფევლის გასაღების მპყრობელი. უფალი შენც გაძლევს ეკლესიის გასაღებს, რათა, ვისაც განხსნი, განიხსნას და ვისაც შეკრავ, შეკრულ იყოს.

იოანე მუხლებში ჩაუვარდა მოციქულებს და შეჰღაღადა:

– ვინა ვარ მე, კაცთა შორის უკანასკნელი, რომ თავს ვიდო ასეთი დიდი და ძნელი საქმე?

მაგრამ მოციქულებმა წამოაყენეს იგი და უთხრეს:

– ადექი, გამხნევდი და შეასრულე ის, რისკენაც უფალი იესო ქრისტე მოგიწოდებს. უქადაგე ხალხს სიტყვა ღმრთისა და ნუ შეუშინდები სიძნელეებს: ღმერთმა ინება, რომ შენი მეშვეობით მრავალი სული მოიქცეს ქრისტეს სჯულზე და იცნოს ჭეშმარიტი ღმერთი. ისიც იცოდე, რომ სიმართლის ქადაგებისათვის ბევრი განსაცდელი მოგელის, მაგრამ მხნედ დაითმინე ისინი, რადგან ამ გზით ზეციურ სასუფეველს დაიმკვიდრებ.

წმინდანმა განაგრძო მონასტერში ცხოვრება და დაუღალავად იღვწოდა სულის ცხონებისათვის, მალე მას სახელი გაუვარდა, როგორც სასწაულთმოქმედ მამას, მასთან უამრავი ხალხი მიდიოდა კურნების მისაღებად და სულის მარგი საუბრის მოსასმენად. კაცთა დიდებას რომ განრიდებოდა, წმიდა იოანე კიდევ უფრო შორს, გამოქვებულში განმარტოვდა. აქ იგი ორი წელი ცხოვრობდა, მაგრამ მკაცრმა მოღვაწეობამ ისე დაასნეულა, რომ საკუთარი თავის მოვლის ძალა აღარ შესწევდა და იძულებული გახდა ანტიოქიაში დაბრუნებულიყო. ესეც ღმრთის განგებით მოხდა, რათა მისი ქადაგებით მრავალი წარმართი მოქცეულიყო ქრისტეს სჯულზე და მრავალი ქრისტიანი განმტკიცებულიყო სარწმუნოებაში. ანტიოქიის პატრიარქმა, წმიდა მელეტიმ, დიდი სიყვარულით მიიღო იოანე, დიაკვნად აკურთხა და ექვსი წელი გვერდიდან არ იშორებდა. ამ პერიოდს ეკუთვნის იოანე ოქროპირის მრავალი თხზულება.

როდესაც წმიდა მელეტი აღესრულა, იოანემ კვლავ იმ მონასტერს მიაშურა, სადაც ადრე მოღვაწეობდა, და კიდევ სამი წელი გაატარა იქ. ამ დროს ანტიოქიის პატრიარქი იყო ფლავიანე, რომელსაც ერთხელ ღამით, ლოცვისას, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უბრძანა, წასულიყო ამ მონასტერში, სადაც იოანე მოღვაწეობდა და წამოეყვანა იგი: ამიერიდან წმინდანს სახალხოდ უნდა ექადაგა ქრისტეს მოძღვრება. იმავე დროს ჩვენება იხილა იოანემაც – ანგელოზმა უბრძანა მას, რომ ფლავიანეს დამორჩილებოდა. მართლაც, პატრიარქი თვითონ ჩავიდა მონასტერში, სადაც ბერებმა დიდი პატივით მიიღეს იგი და ეკლესიაში შეაბრძანეს. პატრიარქმა ლიტურგია ჩაატარა და განუცხადა ძმებს, რომ იოანე თან უნდა წაეყვანა. ყველა დაამწუხრა წმიდა იოანესთან განშორებამ, მაგრამ უსიტყვოს დაემორჩილნენ ღმრთის ნებას.

ანტიოქიაში ჩასვლის მეორე დღესვე შედგა იოანე ოქროპირის მღვდლად კურთხევა. ხელდასხმისას ყველამ იხილა სასწაული: საიდანღაც მოფრენილი თეთრი მტრედი წმიდა იოანეს დასტრიალებდა თავს. ამიერიდან მოძღვარი დიდი მოსწრაფებით შეუდგა თავისი სამწყსოსათვის ზრუნვას: კვირაში ორჯერ, ხანდახან კი ყოველდღეც, იგი ამბიონიდან მოძღვრავდა ერს. წმიდა იოანე გულმოდგინედ განუმარტავდა ხალხს საღმრთო წერილს, რადგან ეს საქმე მეტად საჭიროდ და აუცილებლად მიაჩნდა. მან დაგვიტოვა ძველი აღთქმის წიგნების, მათესა და იოანეს სახარების, „საქმე მოციქულთა“-ს განმარტებები; განსაკუთრებით უყვარდა პავლე მოციქულის ეპისტოლეები და ხშირად განმარტავდა მათ.

ყველა მსურველი ვერ ახერხებდა წმიდა იოანეს ქადაგებების მოსმენას ხალხის სიმრავლის გამო, ამიტომ ბევრი იწერდა და მერე ერთმანეთს გადასცემდა მის სიტყვებს. ამ სიტყვებს კითხულობდნენ ტრაპეზების დროს, მოედნებზე, ხალხი ზეპირად სწავლობდა მათ. როდესაც შეიტყობდნენ, სადმე იოანე ქადაგებდა, ყველა იქითკენ მიისწრაფოდა: ქალაქის თავნი და მსაჯულნი თავს ანებებდნენ საქმეს, ვაჭრები – სავაჭროს, ხელოსნები – სახელოსნოებს, ყველა იოანეს მოსმენას ეშურებოდა და ცდილობდა, ერთი სიტყვაც კი არ გამოჰპარვოდა მისი ნათქვამიდან. ამიტომ შეარქვეს წმინდანს „ტკბილმოუბარი“, „თაფლმწთოლვარე“, ბოლოს კი „ოქროპირი“. წმიდა იოანე ცდილობდა, მისი სიტყვები ერთნაირად გასაგები ყოფილიყო სწავლულისა და მდაბიოსთვის, დაუღალავად ქადაგებდა და მუდამ პოულობდა ნუგეშის სიტყვას თავისი სამწყსოსთვის.

 ამასობაში გარდაიცვალა კონსტანტინეპოლის პატრიარქი ნექტარიოსი, რის შემდეგაც კარგა ხანს ვერ შეძლეს მისი მემკვიდრის მოძებნა. ბოლოს ბიზანტიის იმპერატორმა არკადიმ შიკრიკი აფრინა ფლავიანესთან და უბრძანა, იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლში გაეშვა. ანტიოქია ღრმა მწუხარებამ მოიცვა. ხალხს არასგზით არ სურდა საყვარელ მოძღვართან განშორება. ყველა ანტიოქიის დიდ ტაძარში შეიკრიბა და, ფლავიანეს შეგონებების მიუხედავად, არ ანებებდა მეფის წარგზავნილებს წმიდა იოანეს წაყვანას. არც იოანე ოქროპირს  უნდოდა გამგზავრება: თავისი თავი პატრიარქობის ღირსად არ მიაჩნდა. მაშინ მეფე კიდევ უფრო დიდი ცნობისწადილით აღივსო – სურდა ენახა, ვინ იყო კაცი, რომელმაც ხალხის ასეთი სიყვარული დაიმსახურა. თავის მსახურებს მან უბრძანა, ფარულად გამოეპარებინათ წმიდა იოანე ანტიოქიიდან, რაც მათ კიდევაც შეასრულეს.

კონსტანტინეპოლს რომ მიუახლოვდა, იოანე ოქროპირს მთელი ქალაქი შეეგება, მეფემაც პატივით მიიღო იგი. მალე ჩატარდა საეკლესიო კრება, რომელზეც იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლის პატრიარქად აირჩიეს. მისი აღსაყდრება 398 წლის 21 თებერვალს მოხდა. მეფე თავისი დიდებულებით ეახლა პატრიარქს ლოცვა-კურთხევის მისაღებად. პატრიარქმა დალოცა მეფე და უსურვა, მტკიცედ დაეცვა წმიდა მართლმადიდებელი სარწმუნოება, მორიდებოდა მწვალებლებთან ურთიერთობას, ხშირად ევლო ეკლესიაში, ყოფილიყო მოწყალე და სამართლიანი. იოანე ოქროპირი გულმოდგინედ იღვწოდა თავისი სამწყსოს სულის სარგოდ, დაუნდობლად ამხილებდა ბოროტ ჩვევებს, სიბილწეს, შურს, ანგარებას, მრუშობას და ყოველგვარ არაწმინდებას. იგი ქადაგებდა სიყვარულს, მოწყალებას, ზნეობრივ სიწმინდეს, სამართლიანობას, ყველას მოუწოდებდა ღმრთის სათნო ცხოვრებისაკენ.

ერთხელ, აღდგომის წინა დღეებში, იოანე ოქროპირს გული ატკინა ხალხის უმსგავსო საქციელმა, იმ ხალხისა, რომელიც ასე უყვარდა და რომლის სულიერი წარმატებისათვის ასე ზრუნავდა. ვნების შვიდეულის ოთხშაბათს ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა, რომელიც წალეკვას უქადდა ქალაქს. ხალხს შეეშინა, შეინანა, ეკლესიებს მიაწყდა. მაგრამ როგორც კი საფრთხემ გადაიარა, მათ მაშინვე დაავიწყდათ მრისხანე გაფრთხილება და შაბათს კვლავ თავაწყვეტილ მხიარულებას მისცეს თავი: ცირკებსა და თეატრებს მიაშურეს, ნადიმების გამართვა დაიწყეს. გულის სიღრმემდე შეძრულმა იოანემ აღდგომის პირველ დღეს უმადურ სამწყსოს თავისი ცნობილი სიტყვით მიმართა: „სანახაობათა წინააღმდეგ“.

იოანე ოქროპირი მხოლოდ კონსტანტინეპოლზე კი არა, მის შემოგარენზეც ზრუნავდა. ახლო-მახლო ქალაქებში იგი აგზავნიდა გამოცდილ მოძღვრებს საღმრთო სჯულის საქადაგებლად და ქრისტიანობის განსამტკიცებლად. მან საძირკვლიანად შემუსრა ფინიკიაში საუკუნეთა მანძილზე მდგარი ბომონები, ქრისტეს სჯულზე მოაქცია კულტები, რომლებიც მანამდე არიანელებმა აცთუნეს, გააქრისტიანა დუნაისპირელი სკვითები – მოკლედ, მთელი სოფელი სარწმუნოების ნათლით გაანათლა. წმიდა იოანე განსაკუთრებით ზრუნავდა უძლურთა და გლახაკთათვის. მან ააშენა მრავალი საავადმყოფო და უსახლკაროთა თავშესაფარი, მსახურები და ექიმები მიუჩინა მათ და განუწყვეტლივ ეხმარებოდა სიტყვით თუ საქმით.

ერთხელ წმინდა მღვდელმთავარი მცირე აზიაში გაემგზავრა, რადგან იცოდა, რომ იქაურ ეკლესიაში სიმონიის ცოდვა იყო გავრცელებული (სიმონია – მღვდლობის ხარისხის ყიდვა-გაყიდვა). წმინდანმა ამხილა ეს უსჯულოება, მკაცრად დასაჯა დამნაშავე მღვდლები და ეპისკოპოსები, მათ ნაცვლად კი ღირსეულნი დაადგინა. ამის შემდეგ იგი კვლავ კონსტანტინეპოლში დაბრუნდა.

თავისი მაღალი წოდების მიუხედავად იოანე ოქროპირს არასოდეს შეუწყვეტია მკაცრი მონაზვნური მოღვაწეობა: მთელ თავისუფალ დროს იგი განმარტოებით ატარებდა, ლოცვას და მარხვაში, მას ცოტა ეძინა, ცოტას ჭამდა, არასოდეს დადიოდა ნადიმებსა და სანახაობებზე.

წმიდა იოანე დაუნდობლად ამხილებდა წარჩინებულთა ცოდვებს, მათ სიხარბეს, ანგარებასა და უსამართლობას, და ღმრთის რისხვას უქადდა უსჯულო საქციელისთვის. ამისთვის მან მრავალი დიდებულის მტრობა მოიმკო: წმინდანის სიტყვები მათში მხოლოდ გაღიზიანებას იწვევდა, რადგან თავიანთი ცოდვების დატევება არ სურდათ და მხილების მოსმენა ემძიმებოდათ. ისინი ცილს სწამებდნენ წმინდანს, ცდილობდნენ ხალხის თვალში სახელი გაეტეხათ მისთვის და როგორმე თავიდან მოეშორებინათ. ამის მიუხედავად, წმინდანის დიდება სულ უფრო მატულობდა და ბევრი შორეული ქვეყნებიდან ჩამოდიოდა მის მოსასმენად. იოანე ოქროპირის მტრებს შორის ერთი მეტისმეტად ძლიერი იყო – დედოფალი ევდოქსია. იგი საშინელი ანგარების და სიხარბის ვნებას ჰყავდა შეპყრობილი, სიმდიდრის მოსახვეჭად არაფერს თაკილობდა და თავის ქვეშევრდომთა ქონებას ძალით თუ მოტყუებით იტაცებდა: იოანე ოქროპირის ყველა ქადაგებას, რომელშიც იგი ანგარებას ამხილებდა, დედოფალი პირადად თავის წინააღმდეგ მიმართულად მიიჩნევდა და სასტიკად სძულდა იგი. ევდოქსიამ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ჩამოეშორებინა პატრიარქი. წმინდანების მტრებს შორის იყვნენ აგრეთვე ალექსანდრიის პატრიარქი თეოფილე, რამდენიმე ეპისკოპოსი და ის მღვდლები, ვისაც წმინდანის ქადაგებები უსჯულო ცხოვრებით ტკბობაში ხელს უშლიდა.

მაშინ თეოფილე ალექსანდრიელმა მოიწვია კრება კონსტანტინეპოლში, რომელმაც დაუსწრებლად დასდო მსჯავრი წმიდა იოანეს და პატრიარქობიდან გადააყენა. მეფე, რომელიც დედოფალმა გადაიბირა, დაეთანხმა ამ კრების განჩინებას და ბრძანა წმინდანის გაძევება. ამ ამბით აღშფოთებული ხალხი ეკლესიასთან შეიკრიბა; ისინი გმობდნენ მეფე-დედოფალს და თავიანთ მღვდელმთავარს იცავდნენ. სამი დღის მანძილზე ეკლესიას ვერავინ გაეკარა. მაგრამ წმიდა იოანეს არ უნდოდა, რომ მისთვის ახალი ბრალდება წაეყენებინათ – თითქოს იგი მეფის ბრძანებას არ ემორჩილებოდა, ამიტომ ჩუმად გაიპარა ეკლესიიდან და თვითონ ჩაბარდა ჯარისკაცებს.

როდესაც ხალხმა ეს ამბავი შეიტყო, ეპისკოპოს თეოფილეს ჩაქოლვა დაუპირა. თეოფილე შეშინდა და სასწრაფოდ გაიქცა კონსტანტინეპოლიდან. ხალხი გარს შემოერტყა მეფის სასახლეს და წმინდანის დაბრუნებას მოითხოვდა. იმავე დღეს დიდი მიწისძვრა მოხდა, რამაც დედოფალი ევდოქსია შეაშინა და სთხოვა მეფეს, დაებრუნებინათ პატრიარქი. მარმარილოს ზღვა ნავებმა გადასერეს – მეფის შიკრიკები წმიდა იოანეს უკან დაბრუნებას სთავაზობდნენ. მღვდელმთავარი დათანხმდა. კონსტანტინეპოლის მკვიდრნი ანთებული სანთლებით გამოეგებნენ თავიანთ პატრიარქს და მალე ზღვა გაჩირაღდნებული ნავებით აივსო. ქალაქში რომ შევიდნენ, ხალხმა იგი დიდი პატივით, ფსალმუნების გალობით შეაბრძანა ეკლესიაში. წმინდანმა ლოცვა აღუვლინა ღმერთს და მერე სიტყვით მიმართა ხალხს, რომელიც სასოებით უსმენდა საყვარელ მღვდელმთავარს. ხალხი ზეიმობდა, წმინდანის მტრები კი მიმოიფანტნენ.

პატრიარქმა განაგრძო თავისი მსახურება, მაგრამ მშვიდობა ორ თვესაც არ გაგრძელებულა. წმიდა სოფიას ტაძრის მახლობლად დედოფალმა ევდოქსიამ აღმართა მაღალი სვეტი თავისი გამოსახულებით, მის გახსნაზე გამართა დიდი ზეიმი და თამაშობები. ხმაური ეკლესიამდე აღწევდა და საღმრთო ლიტურგიის ჩატარებას ხელს უშლიდა. წმიდა იოანემ ქალაქის თავს მოსთხოვა, შეეწყვიტათ თავაშვებული ზეიმი, მაგრამ მან ყურიც არ ათხოვა პატრიარქის სიტყვებს. მაშინ წმიდა იოანემ ეკლესიაში მკაცრი, მამხილებელი სიტყვა წარმოთქვა, რომელიც ასე იწყებოდა: „კვლავაც მძვინვარებს ჰეროდია, კვლავ დაძრწის და როკავს, კვლავ დაეძებს იოანეს თავს!“

ეს ამბავი სასწრაფოდ მიუტანეს ევდოქსიას, თანაც უთხრეს, ჰეროდიაში, ცხადია, შენ გგულისხმობსო. დედოფალი განრისხდა და ტირილით შეევედრა მეფეს, ხელმეორედ მოეწვია კრება იოანე ოქროპირის წინააღმდეგ. ისევ დაუგზავნეს სიგელები ყველა იმ ეპისკოპოსს, ვინც წინა კრებაში მონაწილეობდა, ისევ შეიკრიბნენ წმინდანის მტრები. არ გამოცხადდა მხოლოდ თეოფილე, ალექსანდრიის პატრიარქი, რომელსაც კარგად ახსოვდა, თუ რით დამთავრდა მისთვის წინა კრება, თუმცა თავის ნაცვლად სამი ეპისკოპოსი გამოგზავნა. უსჯულო კრებამ კვლავ დაგმო წმიდა იოანე.

აღდგომა რომ დგებოდა, მეფემ, ზოგიერთი ეპისკოპოსის რჩევით, შეუთვალა იოანე ოქროპირს:

– დატოვე ეკლესია, რადგანაც ორმა კრებამ დაგდო მსჯავრი! მე ვერ შემოვალ ტაძარში, ვიდრე შენ იქ იმყოფები!

იოანემ უპასუხა:

– ეკლესია იესო ქრისტემ ჩამაბარა და ჩემი ნებით ვერ მივატოვებ მას. მოვიდნენ შენი მსახურები და ძალით გამიყვანონ, მაშინ მე აღარ ვაგებ პასუხს ქრისტეს წინაშე ეკლესიის თვითნებური მიტოვებისათვის.

მეფე ჯერ შეყოყმანდა, მაგრამ მერე პატრიარქის მტრების წაქეზებით მართლაც გააგზავნა ტაძარში თავისი ერთ-ერთი მხედართმთავარი – მარინუსი და უბრძანა, ძალით გამოეყვანათ ეკლესიიდან პატრიარქი. ვიდრე მისი გადასახლების ბრძანება მოვიდოდა, მას ნება დართეს, რომ ორი თვის მანძილზე საპატრიარქო სახლში დარჩენილიყო. ამ ხნის განმავლობაში წმინდანს მრავალი განსაცდელი შეემთხვა მტრების მზაკვრობის გამო. მათ ორჯერ მიუგზავნეს მღვდელმთავარს დაქირავებული მკვლელები, მაგრამ სახლს ფხიზლად დარაჯობდა პატრიარქის ერთგული ხალხი, რომლებმაც გადაარჩინეს მღვდელმთავარი.

სულთმოფენობის დღეს წმიდა იოანეს გადასცეს ბრძანება, რომ იგი გადასახლებაში უნდა გამგზავრებულიყო. ერთ-ერთმა დიდებულმა ურჩია, ფარულად წასულიყო ქალაქიდან, რათა თავიდან აეცილებინა ხალხის მღელვარება და სისხლისღვრა. მაშინ წმინდანმა მოუხმო რამდენიმე ერთგულ ეპისკოპოსსა და სასულიერო პირს, აგრეთვე დიაკონისა ოლიმპიადას, და დაემშვიდობა მათ. ყველა ტიროდა, ტიროდა თვითონ წმიდა იოანეც – ისინი გრძნობდნენ, რომ სამუდამოდ ეთხოვებოდნენ ერთმანეთს. მალე მღვდელმთავარი ფარულად გავიდა სახლიდან და ზღვის ნაპირს მიაშურა, სადაც მას ჯარისკაცები უცდიდნენ: მათ ნავში ჩასვეს წმინდანი და გზას გაუყენეს.

წმიდა იოანეს გაძევების შემდეგ კონსტანტინეპოლში დიდი ხანძარი გაჩნდა, რაც აშკარად ღმრთის რისხვის გამოვლინება იყო. დაიწვა მრავალი შენობა, განადგურდა დიდი სიმდიდრე, დაიწვა სასახლე, სადაც იოანე ოქროპირის საწინააღმდეგო კრებები ტარდებოდა, მაგრამ ხალხი უვნებელი დარჩა. წმინდანის მტრებმა ხანძარი მისი მომხრეების მოწყობილად გამოაცხადეს.

ამასობაში წმიდა იოანე ოქროპირი თავისი გადასახლების ადგილისაკენ მიემგზავრებოდა. თანმხლები ჯარისკაცები სასტიკად გვემდნენ და აწამებდნენ მას, რითაც დედოფლის ბრძანებას ასრულებდნენ: ევდოქსიას სურდა, მღვდელმთავარი რაც შეიძლება ადრე გამოსალმებოდა წუთისოფელს. ჯარისაცებმა ვირზე შესვეს წმიდანი და მთელი ძალით მიერეკებოდნენ მას, დასვენებას არ აცლიდნენ, ღამეს ყველაზე ჭუჭყიან სასტუმროებში ათევინებდნენ, აშიმშილებდნენ, ეკლესიებში შესვლის ნებართვას არ აძლევდნენ და ლანძღვა-გინებით იკლებდნენ. გზად შეხვედრილი ბერ-მონაზვნები, ამ დიდი მამის ტანჯვა-წამების შემყურე, მწარედ ტიროდნენ.

როდესაც წმინდანმა მცირე სომხეთს, ქალაქ კუკუზას მიაღწია, იქ იგი დიდი პატივით მიიღო ამ ქალაქის ეპისკოპოსმა, ადელფიოსმა, რომელსაც წინასწარ ემცნო ჩვენებით მოსალოდნელი სტუმრობის შესახებ. კუკუზაში მან მრავალი ურწმუნო მოაქცია თავისი ქადაგებით, ყოველი მხრიდან მოდიოდა ხალხი მის მოსასმენად, ანტიოქიიდანაც ჩამოვიდნენ მისი ძველი ნაცნობები და პატივისმცემლები. ამ ამბავმა კონსტანტინეპოლამდეც მიაღწია. წმინდანის მტრები შეშფოთდნენ – მათთვის იოანე ოქროპირი გადასახლებაშიც საშიში იყო. მალე კუკუზაში ბრძანება მოვიდა, რომ იგი კიდევ უფრო შორს, შავი ზღვის პირას, ქალაქ პიტიუნტში (ბიჭვინთაში) უნდა გამგზავრებულიყო. კვლავ დაიწყო წმინდანის ტანჯვა-წამება: ჯარისკაცები წინანდელზე უფრო სასტიკად ექცეოდნენ ტუსაღს, გვერდს უვლიდნენ სოფლებსა და ქალაქებს, რომ მას დასვენების საშუალება არ ჰქონოდა, სიცხესა და ქარში დაუზოგავად მიერეკებოდნენ ვირს, რომელზეც წმიდა იოანე იჯდა. ამ გზამ საბოლოოდ დააუძლურა წმინდანი. ერთ ღამეს მას კვლავ გამოეცხადნენ წმიდა მოციქულები იოანე და პეტრე, მოახლოებული აღსასრული აუწყეს და ისიც უთხრეს, რომ დედოფალი სასტიკად დაისჯებოდა თავისი დანაშაულისთვის. წმიდა იოანეს თან ახლდა ორი მღვდელი და ერთი დიაკვანი, წმინდანის ერთგულნი, რომლებმაც საკუთარი თვალით იხილეს წმიდა მოციქულები და დიდება აღუვლინეს ღმერთს. რამდენიმე დღეში მათ კომანს (საქართველო, აფხაზეთი) მიაღწიეს. ამ ქალაქის ახლოს წმიდა ვასილისკოს ტაძარი იდგა (წმიდა ვასილისკო ეპისკოპოსი იყო და იმპერატორ მაქსიმიანეს დროს ეწამა). ეკლესიასთან მგზავრებმა ღამე გაათიეს. ღამით იოანეს წმიდა ვასილისკო ეჩვენა და უთხრა: „გამხნევდი, ძმაო იოანე! ხვალ ერთად ვიქნებით!“

წმიდა იოანე ოქროპირის სარკოფაგი
კომანში (აფხაზეთი)

მეორე დღეს წმიდა იოანე შევიდა ეკლესიაში, სამღვდელმთავრო შესამოსელი შეიმოსა, თავისი ტანისამოსი კი თანმხლებთ დაურიგა; მერე საღმრთო ლიტურგია აღასრულა, ეზიარა, ყველა დალოცა, ყველას დაემშვიდობა და სიტყვებით: „დიდება შენდა ღმერთო ყოველივესთვის“ უფალს შეჰვედრა სული. ეს მოხდა ჯვართამაღლების დღეს, 407 წელს, როდესაც წმიდა იოანე ოქროპირი 60 წლისა იყო. იგი ექვსი წელი მართავდა კონსტანტინეპოლის ეკლესიას, გადასახლებაში სამი წელი გაატარა.

წმინდანის თანმხლები მღვდლები და დიაკვანი მწარედ იგლოვდნენ მღვდელმთავრის სიკვდილს. მალე ისინი რომში გაემგზავრნენ პაპ ინოკენტისთან და დაწვრილებით უამბეს წმინდანის დევნისა და აღსასრულის ამბავი. ინოკენტიმ მკაცრი წერილი გაუგზავნა არკადის, რომელშიც წერდა: „შენ გააძევე ჭეშმარიტი მწყემსი, მისი სამწყსო კი უცხოთა ხელში ჩააგდე. მაგრამ მართლმსაჯული ღმერთი ისევე დაგსჯის ამ დანაშაულისთვის, როგორც კაენი დასაჯა თავისი ძმის, აბელის მოკვლისათვის!“

თავის მხრივ, საყვედურით სავსე წერილი მისწერა ძმას ჰონორიუსმა, რომის იმპერატორმა. ყოველივე ამის შედეგად არკადი საშინელმა შიშმა და ძრწოლამ შეიპყრო, შეინანა თავისი საქციელი, მოძებნა ყველა, ვინც იოანე ოქროპირის წინააღმდეგ იბრძოდა, ზოგი სიკვდილით დასაჯა, ზოგს კი მღვდლობის პატივი აჰყარა. ეპისკოპოსები, რომლებმაც უსჯულო კრებასა და იოანე ოქროპირის დევნაში მიიღეს მონაწილეობა, მან საპყრობილეში ჩასვა. ვერც დედოფალი გაექცა სასჯელს: მეფემ მოიცილა იგი, ცალკე სასახლეში ჩაკეტა და ყველას აუკრძალა მასთან ურთიერთობა.

ღმერთმა თვითონ მიუზღო წმინდანის მტრებს: ზოგს საშინელი სნეულებები მოუვლინა, ზოგს – უეცარი სიკვდილი, ზოგი დამუნჯდა, თეოფილე კი, ალექსანდრიის პატრიარქი, ჭკუიდან შეიშალა და ისე მოკვდა. დედოფალ ევდოქსიასაც უწია ღვთის რისხვამ: მას ძლიერი სისხლდენა დაეწყო, მატლები დაესივნენ და გარშემო ისეთ საშინელ სუნს ავრცელებდა, რომ ახლოს ვერავინ ეკარებოდა. ექიმებმა ვერაფერი უწამლეს მის სენს. მაშინ ევდოქსიამ თვითონ უთხრა მათ: თქვენ ვერაფერს მიშველით – ღმერთი მსჯის იმისათვის, რომ პატრიარქ იოანეს ვდევნიდიო. უსამართლოდ მიტაცებული ქონება მან პატრონებს დაუბრუნა, მაგრამ სნეულებას მაინც ვერაფერი ეშველა და ევდოქსია მალე გარდაიცვალა. მისი უსჯულოების სამხილებლად კუბო, რომელშიც ევდოქსია იწვა, 32 წლის მანძილზე ირყეოდა, ვიდრე არკადისა და ევდოქსიას ძემ, იმპერატორმა თეოდოსიმ წმინდანის ნაწილები კომანიდან კონსტანტინეპოლში არ გადმოასვენა (ეს მოხდა 436 წლის 27 იანვარს). მაშინ იმპერატორი ევედრა წმიდა იოანეს, რათა მიეტევებინა დედოფლისათვის საშინელი ცოდვა. წმიდანმა ისმინა მისი და იმ დროიდან დედოფალ ევდოქსიას კუბომ შეწყვიტა რყევა.

ასე დასაჯა ღმერთმა წმინდანის მტრები, ხოლო კუკუზას ეპისკოპოსი ადელფიოსი, რომელმაც ოდესღაც სიყვარულით შეიწყნარა წმიდა იოანე, ასეთი ხილვის ღირსი გახდა: ანგელოზი შეუძღვა სამოთხეში და უჩვენა ადგილი, სადაც ყველა წმიდა მამა და ეკლესიის მოძღვარი იმყოფებოდა. ადელფიოსი წმიდა იოანეს ეძებდა, მაგრამ ვერსად ნახა და დამწუხრებული გამოვიდა. ანგელოზმა ჰკითხა:

– რას დაღონებულხარ? ყველა, ვინც არ შედის, დამწუხრებულიც რომ იყოს, მხიარული გამოდის, შენ კი პირიქით იქცევი: მხიარული შეხვედი და მწუხარე სახით გამოდიხარ!

ადელფიოსმა მიუგო:

– მე ის მადარდებს, რომ ამ წმინდა მამებს შორის ვერსად ვნახე ჩემი საყვარელი მოძღვარი, იოანე.

– შენ ალბათ სინანულის მქადაგებელ იოანეს გულისხმობ?

– დიახ, – უპასუხა ადელფიოსმა.

– ხორციელ კაცს ძალუძს მისი ხილვა, რადგანაც იგი უფლის საყდრის წინაშე დგას ქერუბინ-სერაბინებთან ერთად. – თქვა ანგელოზმა.

ადელფიოსმა გაიხარა და მადლობა შესწირა ღმერთს ამ საიდუმლოს გამჟღავნებისათვის. წმიდა იოანე ოქროპირი, ღმრთის დიდი სათნომყოფელი, რომელმაც მრავალი ტანჯვა დაითმინა ქრისტესათვის, ზეციურ სასუფეველში განისვენებს, მისი თხზულებები კი მრავალი საუკუნის მანძილზე შეეწეოდა  და დღესაც შეეწევა მორწმუნეებს ცხონების გზაზე – დაცემულებს აღადგენს, სასოწარკვეთილებს ამხნევებს, მგლოვარეებს ნუგეშს სცემს და ცოდვილებს სინანულის კარს უღებს.

შეადგინა და თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ

წმიდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპი, კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი III საუკუნეში ეწამნენ.
წმიდა კენსორინე რომაელი იმპერატორის კლავდიუს II-ს (268-270) უახლოესი კარისკაცი იყო. იგი ქრისტეს აღსარებისათვის შეიპყრეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც თავისი ლოცვის ძალით მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. ამ სასწაულის მოწმე საპყრობილის მცველმა 20 მხედარმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ამისათვის მათ კენსორინესთან ერთად თავი მოეკვეთათ. ამავე ხანებში მოიყვანეს დაკითხვაზე ქალწული ქრისია, რომელმაც ახოვნად აღიარა ქრისტე. იგი მხეცურად აწამეს, შემდეგ კი ზღვაში დაახრჩვეს.
წმიდა საბინეს მძიმე ურო ურტყეს, შემდეგ ხეზე ჩამოკიდეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა მარტვილმა ტანჯვაში შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა ქრისიასთან ერთად ეწამნენ: ფილიკე, მაქსიმე, პერკულინი, ვენერიუსი, სტირაკი, მინა, კომოდი, ერმი, მავრი, ევსები, რუსტიკი, მონაგრეოსი, ამანდინი, ოლიმპიუსი, კვიპრი, თეოდორე ტრიბუნი, მაქსიმე ხუცესი, არქელაოს დიაკონი და კვირინე ეპისკოპოსი.
წმიდა იპოლიტემ, როცა მოწამეთა ტანჯვის შესახებ შეიტყო, სამსჯავროზე გამოცხადდა, მტარვალს სისხლისმსმელი უწოდა და უღმერთოებაში ამხილა იგი, გამძვინვარებულმა მსაჯულმა მხცოვანი მღვდელმთავარი სასტიკად დატანჯა. ბოლოს ხელ-ფეხშეკრული ზღვაში ჩააგდებინა. ეს მოხდა 268 წელს.
ღირსი ზენონი, ბასილი დიდის მოწაფე, მდიდარი პონტოელების შვილი იყო. იგი იმპერატორ ვალენტინის (364-378) კარზე მსახურობდა, მისი სიკვდილის შემდეგ კი განერიდა ამ სოფელს და ანტიოქიის მახლობლად, ერთ გამოქვაბულში დასახლდა. ორმოცი წელი მოსაგრეობდა იგი ამ მღვიმეში, ყოველ კვირა დღეს ტაძარში დადიოდა და ეზიარებოდა. მას კელიაში არც საწოლი ჰქონდა, არც კერა, არც სანათური, ძველი ფლასები ეცვა, ღებულობდა მხოლოდ პურსა და წყალს, რომელიც ძალიან შორიდან მოჰქონდა ძნელად სავალი გზით. წმიდა ზენონი განსაკუთრებული სიყვარულით ეპყრობოდა საღვთო წიგნებს, რომლებიც მასთან სულიერი დამოძღვისთვის მოსულებს მოჰქონდათ. ღვთაებრივი მადლით აღსავსე ნეტარი მოსაგრე საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა. იგი გარდაიცვალა V ს-ის დასაწყისში.
წმიდა მოწამე თეოფილე ახალი კონსტანტინეპოლელი, ბერძენთა ლაშქრის მხედართმთავარი და სენატორი იყო. არაბებთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს მტრებმა იგი ტყვედ ჩაიგდეს. უსჯულოები ამაოდ ეცადნენ წმიდანის გადადრეკას ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, რის შემდეგაც კუნძულ კვიპროსზე საპყრობილეში ჩააგდეს. ოთხი წლის შემდეგ ნეტარ მოწამეს თავი მოჰკვეთეს.
კეთილმსახური პეტრე, ბულგარეთის მეფე, ღვთისმოშიში ქრისტიანი იყო. ის ხშირად აკითხავდა ღირს იოანე რილელს (ხს. 18 აგვისტოს, 19 ოქტომბერს), სთხოვდა მას ლოცვას და სულიერ რჩევა-დარიგებას. კეთილმსახურმა მეფემ შესძლო, ბიზანტიასთან ზავი დაედო ბულგარეთისათვის ხელსაყრელი პირობებით და იმასაც მიაღწია, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქს ეცნო ბულგარეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა და ბულგარეთში საპატრიარქო საყდარი დაემტკიცებინა. პეტრემ ხელი შეუწყო ქვეყნიდან ბოგომილების ერესის ამოძირკვას, გარდაიცვალა 967 წელს, 56 წლის ასაკში.

წმიდა მოწამე თეოდორე ქალაქ მიტილინში დაიბადა, დაოჯახდა და შვილებს მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთგულებით ზრდიდა. ღვთის დაშვებით, მან უარყო ქრისტიანობა, მაგრამ მალე სინანულში ჩავარდა, დატოვა ოჯახი და ათონის მთას მიაშურა. წმიდა მამამ მონასტერში ვერ ჰპოვა მოსვენება და მწარედ განიცდიდა მომხდარს. უფალმა თავისი რჩეული მაჰმადიანთა სამსჯავროს წინაშე ქრისტეს აღსარებისათვის აკურთხა. განრისხებულმა მსაჯულმა ბრძანა, საშინლად დაეტანჯათ მოწამე, რის შემდეგაც იგი თოკით დაახრჩვეს და ზღვაში ჩააგდეს. ქრისტიანებმა წმიდა მარტვილის ცხედარი იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.