14. დოგმატური ღვთისმეტყველება

დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი 

დოგმატური ღვთისმეტყველება

 

ნაწილი პირველი

დოგმატური ღვთისმეტყველების

შესავალი

ნაკვეთი II. წმინდა გადმოცემა

   

          თავი 2. წმინდა გადმოცემის ფორმები

          2.2. ლიტურგიული გადმოცემა (გაგრძელება)

და მართლაც, ეკლესიური საიდუმლოებები და ღვთისმსახურებაა ეკლესიური ცხოვრების ფილტვები და გული: სწორედ ღვთისმსახურებასა და საიდუმლოებებშია ეკლესია ის, რასაც იგი რეალურად წარმოადგენს. ცხადია, ეკლესიას აკადემიებში, უნივერსიტეტებში, კონფერენციებსა და ყრილობებზე არ უნდა ვეძებდეთ, ის ჭეშმარიტად ტაძრებში, ღვთისმსახურებასა და საიდუმლოებებშია. და ყველაფერი ის, რაც ეკლესიამ ღვთისმსახურებაში აღსრულებისათვის დაუშვა, ეკლესიური ცხოვრების შუაგულად და მის განუყოფელ ელემენტად გადაიქცა. „ღვთისმსახურების მთელი წესი და საიდუმლოს განხორციელების პროცესი უპირატესად წმინდა გადმოცემის სფეროს მიეკუთვნება, ამასთან ეს არა მხოლოდ წერილობითი, არამედ ვერბალური, ანუ ეთიც არის და მეორეც და ისინი მოქმედებისათვის აუცილებელი სახელმძღვანელოებია. სწორედ ეკლესიურ ცხოვრებაში მიმდინარე ღვთისმსახურების პროცესში იძენს უნივერსალური მოქმედების შინაარსს ისეთი ქრისტიანული დოგმატები, რომელთა ადგილიც მსოფლიო კრებების დოკუმენტებში არ მოიძებნა. ამ თვალსაზრისით საკმარისია მოვიყვანოთ მართლმადიდებლობაში ღვთისმშობლის თაყვანისცემის, შვიდი საიდუმლოს შესახებ სწავლების, წმინდა ხატებისა და წმინდა ნაწილების თაყვანისცემის პრაქტიკა, სწავლება იმქვეყნიური ცხოვრების შესახებ და სხვა მრავალი, რისი დოგმატიზებაც საეკლესიო ღვთისმსახურების პროცესში წმინდა გადმოცემის საშუალებით თავისთავად, ხანდახან უფრო დამაჯერებლადაც კი ხდება, ვიდრე საეკლესიო კრებებზე“118).

იმას შესახებ, რომ ლიტურგიული ცხოვრება ეკლესიური გადმოცემის ბირთვს წარმოადგენს, მოციქული პავლეს ეპისტოლეში შემდეგი სახის ინფორმაციას ვკითხულობთ: 1 კორ. 11: 23-25-ში ვკითხულობთ:  „რამეთუ მე მოვიღე უფლისაგან, რომელიცა მიგეც თქუენ, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე ღამესა მას რომელსა მიეცემოდა, მოიღო პური. ჰმადლობდა, განტეხა და თქუა: მიიღეთ და ჭამეთ; ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთჳს განტეხილი; ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა. ეგრეთვე სასუმელი იგი შემდგომად სერობისა, და თქუა: ესე სასუმელი ახალი რჩული არს სისხლისა ჩემისაჲ; ამას ჰყოფდით, რაოდენ-გზისცა სუმიდეთ, ჩემდა მოსაჴსენებელად“, აქ საუბარი იმის შესახებ მიმდინარეობს, რომ მოციქულმა პავლემ უფლისგან ისეთი სიტყვა „გადმოცემა“ მიიღო, რომლის მიხედვითაც ქრისტიანებმა ევქარისტიული წესი უნდა აღასრულონ, აქედან კი გამომდინარეობს,  რომ გადმოცემის უმთავრესი შინაარსი სწორედ ევქარისტიაშია დაუნჯებული. გადმოცემაში უფალი საკუთარ სისხლსა და ხორცს თვითონვე გადასცემს მორწმუნეებს და ქრისტეს მიერ მოსწავლეებისათვის განხორციელებული  თვითგადაცემა სწორედ ევქარისტიის საიდუმლოში ხორციელდება. „ჩვენ წმინდა გადმოცემის თავად პირველწყაროს მივუახლოვდით“ ასე ახასიათებს წმინდა იპოლიტე რომაელი მომენტს, რომლის შემდეგაც ეპისკოპოსად კურთხევა და ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულება უნდა განხორციელდეს. მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი ხაზს უსვამს, რომ მართლმადიდებლობა „ევქარისტიასთან თანხვედრაში მყოფი სწავლებაა, ხოლო თავის მხრივ ევქარისტია მართლმადიდებლობის მტკიცებულებაა“120).

უძველესმა ეკლესიამ წმინდა გამოცემა შეინარჩუნა და ეს უწინარეს ყოვლისა საიდუმლოებების სტრუქტურული ელემენტების, ლოცვებისა და წეს-ჩვეულებების თაობიდან თაობისათვის თამიმდევრულად გადაცემისა და მსახურების პროცესში დეტალების შენარჩუნების შედეგად განხორციელდა. წმინდა ბასილი დიდი წერდა: „მე რწმენა… ყოველთვის ერთი და იგივე გამაჩნია. რადგან… როგორც მწამს, ისევე ვადიდებ“121).

ეკლესიურ ცხოვრებაში ღვთისმსახურებასთან დაკავშირებული ტექსტების შესახებ „აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიათა პატრიარქებისა ეპისტოლეში“ ვკითხულობთ: „როდესაც ტრიოდიონსა და თვენიდან ნუგეშინისმცემელ საგალობლებს ვგალობთ, არა ვიქმთ არაფერს ისეთს, რაც არ შეჰფერით ქრისტიანებს, ვინაიდან ყველა ამგვარი წიგნი შეიცავს საღსა და ჭეშმარიტ ღვთისმეტყველებას და აერთიანებს ჰიმნებს, რომლებიც ან გამოკრებილნი არიან საღმრთო წერილიდან, ანდა შექმნილნი სულიწმიდის შთაგონებით. ასე რომ, ჩვენი საგალობლები მხოლოდ სხვა სიტყვებით გვამცნობს იმას, რასაც თავად საღმრთო წერილი, და ჩვენც ფაქტიურად იგივეს ვგალობთ, რასაც – წერილი“. http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/epistole1.htm

ეს ჭეშმარიტი მტკიცებულებაა იმისა, რომ ლიტურგიული ცხოვრება _ გადმოცემის ნაწილი კი არა, წმინდა წერილისა და სხვა ფორმების მსგავსი ფორმების გვერდით არსებული ერთ-ერთი მთგანია.

 

2.3. წმინდა მამებისა და ეკლესიის მასწავლებლების ქმნილებები

მეხუთე-მეექვსე (ტრულის) კრებამ 691 წ. თავისი 19-ე კანონით წმინდა წიგნების განმარტებასთან დაკავშირებით შემდეგი წესი დაადგინა: „ეკლესიის წინამძღვრებმა ეპისკოპოსებმა ყოველდღე, უფრო კი კვირა დღეს, მთელ სამღვდელო მწყობრსა და მორწმუნე ერს უნდა უქადაგონ და ასწავლონ საღმრთო წერილის ჭეშმარიტი სიტყვა, ან ღმერთშემოსილ მამათა მოძღვრება. ნუ შეცვლიან და გადაასხვაფერებენ მას, არამედ გადმოსცენ ისე, როგორც ეკლესიის მნათობთა და მოძღვართა მიერ არის აღწერილი“123). ეს წესი წმინდა წერილის წიგნებისადმი მიდგომისათვის და ყველა დროს მათი გაგებისათვის საჭირო სახელმძღვანელოა.

„ეკლესიამ უამრავი ისეთი წმინდანი იცის, რომლებიც როგორც ღვთისმეტყველები და სულიერი მასწავლებლები, განმარტავენ და იცავდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. ამ ადამიანებს ეკლესიის მამებს, ხოლო მათ სწავლებას წმინდა მამათა სწავლებას უწოდებენ“124).

იმისათვის, რომ ეკლესიის წმინდა მამების სხვა ღვთისმეტყველებისაგან და საეკლესიო მწერლებისგან გამორჩევა შევძლოთ, უნდა გამოვიყენოთ.

 

2.3.1. ცხოვრების სიწმინდე

სიწმინდით გამორჩეული ცხოვრება ამა თუ იმ ღვთისმეტყველის წმინდა მამად და მასწავლებლად აღიარების ერთ-ერთი უმთავრეს პირობად იმის გამო გვევლინება, რომ სიწმინდე აფართოვებს ადამიანის შემეცნებით უნარს, ამ საკითხთან დაკავშირებით საგულისხმოა წმინდა მოციქული პავლეს კომენტარი: „ხოლო სულიერი განიკითხავს ყოველსავე, და იგი არავისგან განიკითხვის“ (1 კორ. 2: 15).

წმინდა მეთოდე პატარელი (ოლიმპიელი) (III ს.) მოციქული პავლეს აზრს ავითარებს და წერს: „რომლებიც ყველაზე უფრო სრულყოფილები არიან, საკუთარი მიღწევების გამო, ეკლესიის ერთგვარ ერთიან სხეულად და ერთიან სახედ წარმოგვიდგებიან. და მართლაც, მათ თვითგანწმენდისა და სრულყოფილი რწმენის გამო ყველაზე უფრო უკეთ და ნათლად აქვთ შეთვისებული, როგორ გათავისუფლდნენ ხორციელი ვნებებისაგან და მათში არსებული ჭეშმარიტება როგორ უნდა  გადაიქცეს ეკლესიად… რათა წმინდა და ნაყოფიერი სწავლების შედეგად შეთვისებული თესლი, შესაბამისი ძალისხმევით სასარგელოდ როგორ შეერწყას და  აისახოს სხვათა გადარჩენისათვის განკუთვნილ ქადაგებაში“125).

„ყველა წმინდა მამა… თავის ბრწყინვალე გონს სამშვინველის სიწმინდეს და მართალ პიროვნულ ცხოვრებას ერთმანეთთან მშვენივრად ათავსებდა, ეს კი მათ სრულიად სამართლიანად აქცევდა ეკლესიის წმინდა მამებად“126).

ეკლესიას წმინდა მამებისადმი დიდი ნდობა არა მხოლოდ იმის გამო გააჩნია, რომ მათ სწავლებაში ლოგიკურობას და დამაჯერებლობას ხედავს, არამედ, უწინარეს ყოვლისა იმის გამო, რომ მათი სწავლების ჭეშმარიტება მათივე წმინდა ცხოვრებით, საკუთარი ღვაწლითა და სარჯელით არის დამოწმებული. ამიტომ მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა მამების დოგმატურ სწავლებას მათ ზნეობრივ, ასკეტურ გამოცდილებას და მათ სამაგალითო წმინდა ცხოვრების არ განაშორებს.

 

2.3.2. სწავლების კეთილგონიერება ან ნამდვილობა

კეთილგონიერება, ჭეშმარიტება და ნამდვილობა უწინარეს ყოვლისა მოციქულთა გადმოცემის მიმართ გამოვლენილ ერთგულებას ნიშნავს. მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა მამათა სწავლებას და წმინდა მოციქულთა გადმოცემას ერთმანეთთან არ აპირისპირებს. მართლმადიდებლური გაგებით წმინდა მამად ის მიიჩნევა, ვინც თავისი დროის მოთხოვნებს ითვალისწინებს და მოციქულთა გადმოცემას უეჭველად სწორად განმარტავს. მართლმადიდაბლური თვალსაზრისით, ეკლესია სამოციქულოდ სწორედ იმის გამო მიიჩნევა, რომ ის წმინდა მამათა ეკლესიაა127).

 

2.3.3. ეკლესიის მოწმობა

ეკლესიურ გადმოცემასა და ამა თუ იმ წმინდა მამის სწავლებას შორის კავშირის არსებობა და ამ კავშირის სიწმინდე, ეკლესიის დამმოწმებელი ძალით განისაზღვრება. მხოლოდ ეკლესიას, თავისი მადლმოსილი საშუალებებით შესწევს შესაძლებლობა, დაამოწმოს ამა თუ იმ საეკლესიო მწერლის საღვთისმეტყველო აზრის ღირსება.

რომის კათოლიკური ღვთისმეტყველება გარდა ზემოთ დასახელებული სამი კრიტერიუმისა ასევე მეოთხე კრიტერიუმს _ ე. წ. „სიძველეს“ იყენებს128). ამ კრიტერიუმის მიხედვით, კათოლიკური ეკლესიის ღვთისმეტყველებისათვის ბერძნული აღმოსავლეთის წმინდა მამების მოღვაწეობის პერიოდი ღირსი იოანე დამასკელით (VIII ს.), ხოლო ლათინური დასავლეთი _ ისიდორე სევილიელის (VII ს.) მოღვაწეობის წლებით არის განსაზღვრული129). მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლების მიხედვით, „ღვთაებრივი გამოცხადება არანაირი ქრონოლოგიური ჩარჩოებით არ არის შემოსაზღვრული. სულიწმიდა ყველა დროის ადამიანების საშუალებით მოქმედებს და ეკლესია ადამიანებს შორის თავის „წმინდა მამებს“ სიძველისა და ხანდაზმულობით კი არა, საკუთარი შინაგანი ინტუიციის მიხედვით „გამოარჩევს“130). აქედან გამომდინარე მართლმადიდებლურ ეკლესიაში წმინდა მამათა გადმოცემა არანაირი ქრონოლოგიური ჩარჩოებით არ არის შემოსაზღვრული.

იმისათვის, რომ ავტორიტეტული წმინდა მამების ჭეშმარიტი სწავლება, კერძო და გარკვეულ შემთხვევებში მცდარი შეხედულებებისგან გამოირჩეს, არსებობს და მოქმედებს სპეციალური გაგება, რომელსაც „წმინდა მამათა თანხმობა“ (consensus patrum) ეწოდება. წმინდა მამათა სწავლებაში მისაღებად ის ნაწილი მიიჩნევა, რომლის შესახებაც ყველას ერთსულოვანად დადებითი აზრი გააჩნია ან ეს აზრი წმინდა მამათა მნიშვნელოვანი უმრავლესობის მიერ უნდა იყოს გაზიარებული131).

როგორც წესი, მნიშვნელოვან დოგმატური ხასიათის საკითხებთან მიმართებაში წმინდა მამათა შორის აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს (ეს განსხვავებული აზრები ძირითადად მეორე ხარისხოვან საკითხებს შეეხება). წმინდა იოანე დამასკელი ამას შემდეგნაირად ხსნის: „მამა არ ებრძვის მამებს, რადგან ყოველი მათგანი სულიწმიდასთან არის ზიარებული“132). ამიტომ ყოველი ღვთისმეტყველი, რომელიც ცდილობს ესა თუ ის ორიგინალური აზრი დაასაბუთოს, ყოველთვის მოვალეა საკითხთან დაკავშირებით დასტურად მრავალი და არა ერთი რომელიმე მამის თვალსაზრისი წარმოადგინოს.

ამასთან, საჭიროა მხედველობაში ვიქონიოთ, რომ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით მამების თანხმობა უკვე თავისთავად მიღებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს და თუ გსურს გადმოცემის ერთგული იყო ამ გადაწყვეტილებას უნდა დაეთანხმო. ამიტომ, ის ვინც უარს ამბობს წმინდა მამების ერთსულოვნების საჭიროებაზე, ეკლესიიდან განდგომის საშიშროების წინაშე დგება.

თუ ძირითად დოგმატურ საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება მამების სრული თანხმობის საჭიროებაზე ვისაუბროთ, მეორე ხარისხოვან საკითხებს რაც შეეხება, ერთობა აუცოლებლობას არ წარმოადგენს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ წმინდა მამებს ყოველ საღვთისმეტყველო საკითხზე ერთსახოვანი პასუხები გააჩნიათ. მაგალითად, ასეთი თანხმობა არ არის მიღწეული ადამიანში ღვთის ხატებისა და მსგავსების საკითხებთან მიმართებაში. მეორე მხრივ, თანხმობა მიღწეულია ისეთ საკითხში, როგორიც არის ღმერთის მიერ სამყაროს არაფრისაგან შექმნის საკითხი.

ეკლესიის მამებისაგან უნდა განვასხვავოთ სხვა საეკლესიო მწერლები, რომლებიც თავის შემოქმედებაში ასევე ცდილობდნენ საკუთარ შემოქმედებაში ეკლესიური სწავლების შინაარსი სრულფასოვნად გამოეხატათ, თუმცა ეს მამები ეკლესიური დიდებით არ არიან შემოსილნი. ზოგიერთი მათგანი ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში, როგორც ერეტიკოსი ეკლესიასთან დაპირისპირებული იყო (ტერტულიანე), სხვები ეკლესიის მიერ სიკვდილის შემდეგ დაიგმო (ორიგენე), არიან ისეთებიც, რომლებსაც ეკლესიასთან პირდაპირ დაპირისპირებაში არ ყოფილან  (კლიმენტი ალექსანდრიელი, ევსები კესარიელი, იოანე გრამატიკოსი კესარიელი, ლეონტი ბიზანტიელი, ლეონტი იერუსალიმელი და სხვაბი). მიუხედავად იმისა, რომ თავისი ავტორიტეტის მიხედვით მათი ნაწარმოებები წმინდა მამების ნაშრომებს ვერ გაუტოლდება, ამ ავტორების თხზულებებს გარკვეული დოგმატური ფასეულობა მაინც გააჩნია და ზოგიერთ შემთხვევაში ეკლესიურ გადმოცემის ხმადაც შეიძლება იქნენ მოხსენიებულნი. ამ მწერლების ნაშრომები იმგვარ  ისტორიულ ფონს ქმნიან, რომლის გარეშე ძნელი და ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელიც იქნებოდა წმინდა მამათა სწავლება სრულფასოვნად იქნეს შეფასებული.

 

2.4. წმინდა გადმოცემის სხვა ფორმები

ზემოთ განხილულის გარდა, არსებობს წმინდა გადმოცემის სხვა ისეთი ფორმებიც, რომლებშიც ისტორიულად განხორციელდა ღვთაებრივი გამოცხადების დაფიქსირება, ესენია:

წმინდანების ცხოვრებისა და წამების ამსახველი აქტები;

საეკლესიო  ხელოვნება (ხატწერა133), საეკლესიო არქიტექტურა და სხვა);

ძველი საეკლესიო ისტორიები (ევსები კესარიელის, სოკრეტე სქოლასტიკოსის, ევგენი სქოლასტიკოსის, ნეტარი თეოდორიტე კვირელის, რუფინუს აკვილიელის, კასიოდორე და სხვები);

ძველი საეკლესიო პრაქტიკა, სხვადასხვა სახის დისციპლინარული კანონები და წესები, რომლებიც ეხება მარხვებს, ღვთისმსახურების წესებს და ა. შ.

 

[118] Булгаков С., прот. Православие: Очерки учения Православной Церкви. М., 1991. С.79–80. [119] Ипполит Римский, св. Апостольское предание // Богословские труды. Сб. 5. М., 1970. С. 283. [120] Ириней Лионский, сщмч. Против ересей. С. 365. Кн. IV. Гл. 17, 5. [121] Василий Великий, свят. Письмо 243 (251) к евсеянам // Творения иже во святых отца нашего Василия Великого, архиеп. Кесарии Каппадокийской. Т. 3. СПб.: Изд. П. П. Сойкина, 1911. С. 312. (Далее: Василий Великий, свят. Творения.) [122] Послания Патриархов о православной вере. С. 193. [123] Деяния Вселенских соборов. В 4 т. Т. IV. СПб., 1996. С. 280. [124] Хопко Ф., прот. Основы православия. С. 16. [125] Мефодий Патарский, св. Пир десяти дев, или о девстве. Речь III. Фалия 8 // Мефодий Патарский, св. Творения. М., 1905. С. 52. [126] Хопко Ф., прот. Основы православия. С. 17. [127] См.: Флоровский Г., прот. Эпос Православной Церкви // ВРЗЕЭ. 1963. № 42–43. С. 137. [128] См.: Quasten J. Patrology. Vol. I: The Beginnings of Patristic Literature. Utrecht; Antverpen, 1975. P. 10. [129] См.: Сидоров А. И. Курс патрологии. Возникновение церковной письменности: Учебное пособие. М., 1996. С. 15. [130] Мейендорф И., протопр. Введение в святоотеческое богословие. Вильнюс; М., 1992. С. 9. [131] Это понятие встречается уже у св. Викентия Лиринского, использовавшего для его обозначения термин «consensio». См.: Vincentii Commonitorium secundum. 29 // PL. Т. 50. Col. 677. [132] Иоанн Дамаскин, преп.Три защитительных слова против порицающих святые иконы или изображения. CTCЛ, 1993. С. 58-59. Слово 2, 18. [133] Согласно В. Н. Лосскому, «иконы Христа, так же как и догматические определения, могут быть сближены со Священным Писанием и получать то же почитание, потому что иконография показывает в красках то, о чем буквами благовествуют слова… смотря на икону, мы видим в ней… некое догматическое содержание, которое и определяет ее композицию… Если разум, пронизывающий эти ощутимые образы, тот же, что и разум догматов Церкви, то оба эти «предания» — догмат и иконография — совершенно совпадают, так как каждое из них выражает присущим ему образом ту же богооткровенную реальность» (Лосский В. И. Предание и предания // Лосский В. Н. Богословие и боговидение С. 542-543).