3. დოგმატური ღვთისმეტყველება. შესავალი

დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი

დოგმატური ღვთისმეტყველება 

წიგნის შესავალი

 

სხვა მეცნიერებებისაგან განსხვავებით, ღვთისმეტყველება ყოველთვის ღმერთთან პიროვნულ დამოკიდებულებას საჭიროებს. ღვთისმეტყველება ადამიანის მთელ სისრულეს მოიცავს და პიროვნებისგან შინაგან ფერისცვალებას მოითხოვს. ევარგი პონტოელთან ჩვენ იმის ბრწყინვალე ხატს ვხედავთ, რასაც ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება ჰქვია. ღვთისმეტყველს ევარგი ქრისტეს იმ მოწაფეს ამსგავსებს, რომელიც საიდუმლო სერობის დროს იყო „…მიყრდნობილ წიაღთა თანა იესუჲსთა, რომელი-იგი უყუარდა იესუს“ (იოან. 13: 23). ევარგი პონტოელი წერს: „მაცხოვრის მკერდი (ანუ წიაღი _ მთარგ. კომენტ.) _ ხილვაა ღმრთისა, და ის ვინც მასზეა მიყრდნობილი, ღვთის მეტყველი გახდება“ 15).

ღმერთთან ასეთი პირადი და ახლო ურთიერთობის გარეშე ღვთისმეტყველება უეჭველად ფსევდოღვთისმეტყველებად გადაიქცევა. წმინდა დიადოხეს აზრით დაძაბული სულიერი ცხოვრების გარეშე ჭეშმარიტად შეუძლებელია ღვთისმეტყველებდე: „საერთოდ ადამიანის გონი ლოცვისკენ ნაკლებად არის მიდრეკილი. ძირითადად ეს იმის გამო ხდება, რომ ლოცვის პროცესში ადამიანის ე. წ. თავისუფლებას ლოცვის კეთილზნეობითობა ზღუდავს; ამიტომ ადამიანი ღვთისმეტყველების პროცესს ლოცვაზე უფრო მეტი ხალისით ეძლევა… შესაბამისად, იმისათვის, რომ ადამიანის ე. წ. თავისუფლებას მეტი გასაქანი არ მიეცეს და ოცნების მორევში უფრო ღრმად არ ჩაეფლას, საჭიროა ლოცვაში, ფსალმუნების გალობასა და წმინდა წერილის კითხვაში ვიწაფებოდეთ… ამგვარად მოქმედების შემთხვევაში, ჩვენ… არ მივეცემით თვითკმაყოფილებას, საკუთარ თავს იმის საშუალებას არ მივცემთ ოცნებებმა გაგვიტაცოს და ხალისით აღვსილნი და  დაბნეულები თვითკმაყოფილებასა და სიტყვამჭევრობაში ჩავიკარგოთ…“ 16) უფრო მკაცრ თვალსაზრისს გამოთქვავს ღირსი იოანე კლემაქსი: „რაიმე ვნებით შეპყრობილისთვის ღვისმეტყველება დიდ საშიშროებას წარმოადგენს“ 17).

წმინდა მამათა ასეთი სიმკაცრე იმით არის გამოწვეული, რომ ღვთისმეტყველაბაში დაშვებულ შეცდომებს ძალიან სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ყალბ ღვთისმეტყველებას წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ღმერთის მიმართ გამოხატულ ცილისწამებას უწოდებს, „ხოლო  ცილისწამება _ ღვთისმეტყველება კი არა, ღმერთისგან განრიდებაა“ 18).

სწორედ ამის გამოა, რომ წმინდა გრიგოლი მათ, ვინც ამ საშიშროებებით აღვსილ გზაზე დგება ასე აბრთხილებს: „ღმერთის შესახებ კეთილმეტყველება ყველას არ ძალუძს, _ კი! სწორედ ასეა, ყველას არ შეუძლია. ეს უნარი ადვილად არ იპოვება და ვინც მიწაზე დახოხავს ის ამგვარ სიმაღლეს ვერ შეწვდება! კიდევ უფრო დავაზუსტებ: ღმერთთან დაკავშირებით კეთილმეტყველება ყოველთვის, ყველას წინაშე და ყველაფრის შესახებ  არ შეიძლება, უნდა ყოველთვის ითვალისწინებდე: როდის, ვისთან და რამდენად არის ეს შესაძლებელი. არ შეიძლება ყველასთან ღვთიმეტყველებდე, რადგან სხვაა ადამიანები, რომლებმაც საკუთარი თავი გამოსცადეს, უწინარესად განიწმინდნენ ან უკიდურეს შემთხვევაში ცდილობენ სამშვინველი და სხეული განამზადონ და ცხოვრება ღვთის ძიებაში გაატარონ. რაც შეეხება განუწმენდელს და განუმზადებელს, მისთვის შესაძლებელია განწმენდილთან შეხებაც კი საშიში იყოს. ეს ისევეა, როგორც სუსტი მხედველობისათვის არის საშიში მზის სხივის ხილვა“ 19).

ყოველი ღვთისმეტყველი თვითსრულყოფის და განწმენდის, ანუ კათარზისის გზაზე დადგომისათვის არის მოწოდებული, რადგან „ღვთისმეტყველების დასაწყისი სიწმინდეში სრულყოფილებაა“20). წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთისმეტყველი „რამდენადაც ეს შესაძლებელია წმინდა უნდა იყოს, რადგან, ნათელისათვის მხოლოდ ნათელია მისაღები…“21). რას გულისხმობს თავის თავში ეს გზა? უწინარეს ყოვლისა, რა თქმა უნდა (μετάνοια _ ბერძნული სიტყვა თავისი ზედმიწევნითი მნიშვნელობით სინანულს ნიშნავს), ამ შემთხვევაში მხოლოდ აზროვნების შეცვლა კი არა საკუთარი პიროვნების განკითხვაც იგულისხმება, რის შედეგადაც პიროვნების რადიკალურად განახლება ხდება.

ღირსი იოანე კიბისაღმწერელი გვასწავლის, რომ „სინანული არის ღმერთთან დადებული აღთქმა, რომელიც ადამიანის ცხოვრების წესის შეცვლას (გამოსწორებას) უკავშირდება“22). სინანული არ შეიძლება ისეთი იყოს, როგორსაც პროტესტანტები მიიჩნევენ, ანუ ერთჯერადი და მყისიერი აქტი. სინანული (აღსარება) _ უწყვეტი პროცესია, ამავე დროს ეს ადამიანის ღმერთისაკენ ლტოლვის საწყისი მდგომარეობაა, რაღაც ისეთია, რაც ადამიანში მთელი მიწიერი ცხოვრების მანძილზე და მის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უნდა მოქმედებდეს. ადმიანი, რომელსაც სურვილი აქვს ღვთისმეტყველებით იყოს დაკავებული, უნდა ცდილობდეს აბბა სისოის მიემსგავსოს, რომელიც, მიუხედავად იმისა რომ სიწმინდით იყო გარემოცული, სიკვდილის წინ განაცხადა: „სინამდვილეში არც კი ვიცი, საერთოდ მოვახერხე თუ არა დაწყება“ იმისა რასაც ნამდვილის აღსარება ჰქვია.

ღვთისმეტყველება იმის გარეშეც შეუძლებელია, რასაც წმინდა მამები „ასკეზას“(ἄσκησις), _ უწყვეტ ასკეტურ ძალისხმევას უწოდებენ, ამ სიტყვის ყველაზე სრული გაგებით. ღვთისმეტყველებდე ნიშნავს, საკუთარ თავზე მუშაობდე. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის: „გსურს დროთა მანძილზე ღვთისმეტყველი გახდე… _ აღასრულე მცნებები და იმას არ გასცდე რაც მოგეწოდა. რადგან საქმეებს საფეხურების მსგავსად მუდმივად ჭვრეტამდე მიჰყავხარ“ 24).

დაბოლოს, კვლავაც უნდა ითქვას, რომ ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება ლოცვის გარეშე შეუძლებელია. ეკლესიის მამათა სწავლებით, ღვთისმეტყველება და ლოცვა ერთმანეთთან უმჭიდროვესად არიან დაკავშირებული. ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება ყოველთვის ლოცვის, ღმერთის დიდების პროცესია, ყოველთვის იმის სურვილია ღვთის სადიდებლად თავადაც „ჰიმნად გადაიქცე“.

წმინდა დიდაქე ბრძანებს, ღვთისმეტყველება „ჩვენს გონებას ცეცხლის სხივსა ჰფენს და ამ გზით ხდება ის მსახურ სულთა თანაზიარი… ადამიანთა სამშვინველებში… ღვთივ გამოთქმული საგალობლებით რძლის ღვთაებრივი ხელისმომკიდე ხმამაღალი ხმით გალობით იტყვის ღმერთის დიდებას“25). ხოლო ღირსი ისააკ ასური გვასწავლის: „ღვთივ ბოძებულ წმინდა წერილში საიდუმლო გზით გაჩენილ და შემოსილ სიტყვას, ლოცვით შეეხე და მისი არსი ღმერთისაგან გამოითხოვე, ასე ითხოვე: „უფალო მომეც მასში არსებული ძალის შეგრძნება“. და ლოცვა იყოს კლიტე  წერილში თქმულ სიტყვაში დაუნჯებული ჭეშმარიტების შემეცნებისა“ 26).

თვალსაჩინოა, რომ წმინდა მამათა სიტყვა თანამედროვე ქრისტიანის სიტყვისაგან ერთობ განსხვავებულია. არა ერთხელ გვსმენია, როდესაც ადამიანი უცოდინარობას ავლენს და ერთგვარი სიამაყითაც კი იტყვის: „იცი რა, მე ღვთისმეტყველი არ ვარ“. მაგრამ, ევარგი ბრძანებს ღვთისმეტყველი ის არის, ვინც ლოცულობს. ევაგრის ამ სიტყვებმა ქრისტიანი ასეთი გამონათქვამებისაგან უნდა დაიცვას, რადგან გამოდის, რომ ვინც თავს იმით იმშვიდებს, რომ არ არის ღვთისმეტყველი ის ფაქტობრივად ამბობს, რომ „მე არ ვლოცულობ და არც ვცდილობ ვილოცო“.

 

[15] Евагрий, авва. Зерцало иноков и инокинь. 120 // Творения аввы Евагрия. Аскетические и богословские трактаты. С. 136. [16] Диадох Фотикийский, блаж. Подвижническое слово. 68 // Добротолюбие. Т. 3. С. 45. [17] Иоанн, игум. Синайской горы, преп. Лествица. СПб., 1995. С. 221. Слово 27, 11. (Далее: Иоанн, преп. Лествица.) [18] Григорий Богослов, свят. Слово 34, к пришедшим из Египта // Григорий Богослов, свят. Собрание творений. Т. 1. С. 497. [19] Григорий Богослов, свят. Слово 27, против евномиан и о богословии первое или предварительное // Григорий Богослов, свят. Собрание творений. Т. 1. С. 386. [20] Иоанн, преп. Лествица. С. 250. Слово 30, 20. [21] Григорий Богослов, свят. Слово 28, о богословии второе // Григорий Богослов, свят. Собрание творений. Т. 1. С. 391. [22] Иоанн, преп. Лествица. С. 70. Слово 5, 1. [23] Древний патерик, изложенный по главам. М., 1899. С. 392. Гл. 20, 6. [24] Григорий Богослов, свят. Слово 20, о поставлении епископов и о догмате Святой Троицы // Григорий Богослов, свят. Собрание творений. Т. 1. С. 305. [25] Диадох Фотикийский, блаж. Подвижническое слово. 67 // Добротолюбие. Т. 3. С. 45. [26] Исаак Сирин, преп. Слово 85 // Иже во святых отца нашего аввы Исаака Сириянина Слова подвижнические. М.: Правило веры, 1993. С. 408. (Далее:Исаак Сирин, преп. Слова подвижнические.)