დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი
დოგმატური ღვთისმეტყველება
ნაწილი მესამე
ღმერთი სამყაროსთან და ადამიანთან მიმართებაში
ნაკვეთი II. მართლმადიდებლური სწავლება ადამიანის შესახებ
თავი 2. ადამიანის სამშვინველის, ანუ პიროვნული სულის
აღმოცენება-წარმოშობა და მისი თავისებურებები
2.3. ადამიანების სამშვინველების, ანუ პიროვნული სულების წარმოშობა
საკითხი, რომელიც ადამიანების სამშვინველების წარმოშობას უკავშირდება დოგმატიკურ ღვთისმეტყველებაში ზუსტად არ არის განსაზღვრული, აქ მხოლოდ ღვთისმეტყველური თვალსაზრისის შესახებ შეგვიძლია ვისაუბროთ. ქრისტიანული ღვთისმეტყველების ისტორიაში სამი ჰიპოთეზა გვხვდება.
2.3.1. ადამიანთა სამშვინველების წინასწარმყოფობა
ასეთი თვალსაზრისი ანტიკური ფილოსოფიისათვის არის დამახასიათებელი. ამ აზრს ასე თუ ისე პითაგორა, პლატონი, ნეოპლატონიკოსები, ფილონ ალექსანდრიელი და სხვა ცნობილი მოაზროვნეები იზიარებდნენ747) ქრისტიანულ ნიადაგზე ეს საკითხი ქრისტიანმა გნოსტიკოსებმა (ვალენტინმა, სატურნინემ, ვასილიდემ, მარკიონმა) წამოწიეს, ამ პოზიციას მათ თეორიებში ხშირად ემანაციის (ღვთაებრივი საწყისიდან გადმოშლა) შესახებ სწავლებაც ემატებოდა748). ასეთივე პოზიცია ჰქონდა სამშვინველების წინამყოფობის თეორიის მომხრეს ნემესიოს ემესელს749).
სწავლებას სამშვინველის წინამყოფობის შესახებ ცენტრალური ადგილი ორიგენეს დოგმატურ სისტემაში უჭირავს. ორიგენეს მიაჩნდა, რომ ღმერთს, როგორც სრულიად სრულყოფილ და სამართლიან არსებას მხოლოდ ერთნაირი, თანასწორი ღირსების მქონე არსებები შეუძლია შექმნას. ამდენად, ორიგენეს აზრით, ყველა ადამიანის სამშვინველი ღმერთმა ერთდროულად და სრულიად თანასწორი ღირსებების მქონეებად შექმნა. დასაწყისში ეს პიროვნული სულები სრულიად უსაგნო და უსხეულო გონებს წარმოადგენდნენ, ისინი მხოლოდ ღმერთის ჭვრეტით იყვნენ დაკავებულები. მაგრამ შემდეგ, რაღაც მიზეზების გამო, ამ სამშვინველებს საკუთარი შემომქმედის ჭვრეტა მობეზრდათ და სანაცვლოდ სხვა _ რაღაც ცუდი ქმედებისკენ გადაიხარენ: ღმერთს დაშორდნენ და სასჯელად სხვადასხვა, მათთვის შესაფერის სხეულებში ჩასახლდნენ. სამშვინველთაგან ერთნი, რომლებმაც ნაკლებად შესცოდეს, შედარებით უფრო დახვეწილი, ეთერული სხეული მოირგეს და ანგელოზებად გადაიქცნენ. პიროვნულმა სულებმა, რომლებმაც უფრო მძიმე ცოდვა ჩაიდინეს, ნივთიერი და უხეში, ანუ ადამიანური სხეული მიიღეს. დაბოლოს, ყველაზე ცოდვილი სამშვინველები უკიდურესად საზიზღარ, დემონურ სხეულში აღმოჩნდნენ750).
ამ ჰიპოთეზის მიმზიდველობის მიზეზს ის წარმოადგენს, რომ მისი გამოყენებით ადვილი ასახსნელია თუ ამქვეყნად ადამიანთა ბედი ერთნაირი რატომ არ არის. ის რასაც აღმოსავლეთის სხვადასხვა მასწავლებელი კარმისა და სხვა მსგავსი კანონებით ახსნას ცდილობს, ორიგენემ დასაბამიერი საყოველთაო დაცემით განმარტა და ეს სწავლება მასთან პირველქმნილი ცოდვის მნიშვნელობის მატარებელია.
ალბათ ყველაფერი ამის წმინდა წერილთან და ქრისტიანული დოგმატიკის ძირითად პრინციპებთან არსებული შეუსაბამობის დანახვა ძნელი არ უნდა იყოს. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მოცემული პოზიცია წმინდა წერილს უპირისპირდება, რადგან იქ ნათქვამია, რომ ცოდვა სამყაროში უშუალოდ ადამის მიერ განხორციელებული დანაშაულის შედეგად შემოვიდა (ნახ.: რომ. 5: 12). ორიგენეს სისტემაში, პირველმშობლების ცოდვის ადგილი არ რჩება. მეორე თავისებურება ის არის, რომ ამ სწავლების საშუალებით ღმერთის განკაცების ფაქტის ახსნა პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ ხორცშესხმა სასჯელია, მაშინ რა ვთქვათ სრულიად უცოდველი უფალი იესო ქრისტეს შესახებ, რომელმაც ხორცნი შეისხნა და განკაცნა? გარდა ამისა, ორიგენეს უკავშირდება ჰიპოთეზა საყოველთაო აღდგინების შესახებ, რომელსაც აპოკატასტასისი (ბერძ. ἀποκατάστασις τῶν πάντων) ეწოდება და რომლის მიხედვითაც ყოველი სამშვიველი საბოლოოდ თავის პირველყოფილ მდგომარეობას დაუბრუნდება751). ამრიგად, ორიგენეს სწავლება მაცხოვრის გამომხსნელ ღვაწლს აკნინებს და ჯვარზე მის მიერ გაღებულ მსხვერპლს აუფასურებს.
VI ს. შუა წლებში ორიგენეს სწავლება ეკლესიის მიერ დაიგმო. ამის მიზეზი პალესტინელი მონაზვნების წრეში გაჩენილი ორიგენესეული სწავლების გარშემო არსებული დავები გახდა, სადაც ერთმანეთს ორი პარტია დაუპირისპირდა. ერთი მხრივ, ეს იყვნენ მონაზვნები, _ ღირსი საბა განწმენდილის მომხრე მონაზვნები, რომლებსაც მკაცრად გამოკვეთილი მართლმადიდებლური პოზიცია ეჭირათ, _ ხოლო მეორე მხრივ, მათი ოპონენტი-ორიგენისტები, რომლებსაც აბა ნონი მეთაურონდა. ამ უკანასკნელებში იყო ისეთი დაჯგუფებები, როგორიც არის „პროტოკტისტები“ და „ისოქრისტები“. „პროტოკტისტი“ (ზედმიწევნით, „დასაბამიდან ქმნილებს“) ნიშნავს, ისინი მიიჩნევენ რომ ყველა ადამიანის სამშვინველი დასაბამიდანვე, ერთად და ერთნაირ მდგომარეობაში შეიქმნა. „ისოქრისტებს“ (ზედმიწევნით „ქრისტესთან გათანაბრებულები“) მიაჩნიათ, რომ აღდგენის შედეგად პირველქმნილ მდგომარეობაში დაბრუნების შემდეგ ყოველი სამშვინველი მთლიანად ქრისტეს მსგავსებას მოუბრუნდება, ღირსებით მას გაუთანაბრდება და თითქმის ღვთაებრივი უნარების მფლობელი იქნება752).
წმინდა იმპერატორმა იუსტინიანე დიდმა 551 წელს შექმნა ნაწარმოები, რომელსაც „ეპისტოლე მინასადმი“ ეწოდება (მინა _ კონსტანტინოპოლის პატრიარქი), რომელშიც მან ორიგენეს კოსმოლოგიისა და ანთროპოლოგიის კრიტიკის გარდა ასეთი ანათემიზმები წარმოადგინა: „თუ ვინმე ამბობს ან მიიჩნევს, რომ ადამიანების სამშვინველები წინამყოფობდნენ, რომ ისინი უწინ როდისმე გონებებსა და წმინდა ძალებს წარმოადგენდნენ, ღმერთის სრულად ჭვრეტით ტკბებოდნენ, მხოლოდ მოგვიანებით გაცუდდნენ, შემდეგ ამის გამო ღმერთისადმი სიყვარული დაკარგეს… და სასჯელი სახით განსხეულდნენ, ანათემა ასეთების მიმართ“753). ორი წლის შემდეგ, 553 წელს, V მსოფლიო კრებამ „ეპისტოლე მინასადმი“ მოიწონა. კრებამ ასევე ისათნოვა იუსტინეს მიერ ფორმულირებული მართლმადიდებლური სწავლება ადამიანის სამშვინველის წარმოშობის შესახებ: „ღვთაებრივი წმინდა წერილით განსწავლული ეკლესია, ამტკიცებს, სამშვინველი სხეულთან ერთად წარმოიქმნა და არა ისე, თითქოს ჯერ ერთი და შემდეგ მეორე, როგორც ეს ორიგენესეულ თავგუნებობაშია მოცემული“754). ამრიგად, სამშვინველების წინამყოფობის შესახებ სწავლება, როგორც ერესი მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ერთმნიშვნელოვნად იქნა უარყოფილი.
გარდა რამდენიმე ავტორისა, რომლებიც სამშვინველების წინამყოფობასთან დაკავშირებულ თვალსაზრისს იზიარებენ, ქრისტიანი მწერლები უძველესი დროიდან თანხმდებიან, რომ ღმერთის მიერ ადამის სამშვინველი პირველი ადამიანის შექმნის პროცესში არაფრისაგან იქნა შექმნილი755). თუმცა, მათ აზრები შორის ადამის შთამომავლობის ინდივიდუალური სამშვინველების წარმოქმნის საკითხებთან მიმართებაში გაიყო.
2.3.2. ადამიანების სამშვინველების შექმნასთან დაკავშირებული თვალსაზრისები
თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც ყოველი ადამიანის სამშვინველს ღმერთი ცალ-ცალკე ქმნის „კრეაციონიზმს“ უწოდებენ (ლათ. Creatio-ქმნილება, შექმნა).
ქრისტიანულ ტრადიციაში პირველმა, ვინც ამ ჰიპოთეზას მხარი აქტიურად დაუჭირა, იყო ლათინი აპოლოგეტი ლაკტანციუსი756).
IV საუკუნიდან მოყოლებული, თვალსაზრისი, რომელიც ყოველი ადამიანი ცალკეული სამშვინველის შექმნას უკავშირდება პატრისტიკულ ლიტერატურაში დომინანტური ხდება, კერძოდ ამ თვალსაზრისს იზიარებდა წმინდა ილარიუს პიკტავიელი757), ნეტარი იერონიმე სტრიდონელი758), ღირსი მაქსიმე აღმსარებელი759) და მრავალი სხვა760) რაც შეეხება საკითხს, უშუალოდ როგორ იქმნება ადამიანების სამშვინველები, წმინდა მამები მიიჩნევდნენ, რომ ეს საკითხი ადამიანისათვის მიუწვდომელია761).
რა საფუძველი გააჩნია ადამიანის სამშვინველის შექმნას წმინდა წერილში?
1. ყველაზე უფრო დამაჯერებელია ადამის შექმნასთან დაკავშირებული ეპიზოდი „გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად“ (დაბ. 2:7). ადამი არის მაგალითი ყველა ადამიანისათვის, ხოლო მასში არსებული სამშვინველი და სხეული ცალ-ცალკე იქნა შექმნილი.
2. ეკლესიასტეს წიგნში ვკითხულობთ: „მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა“ (ეკლ. 12: 7). ამ სიტყვების მიხედვით არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად დავასკვნათ, რომ ადამიანის სამშვინველი არაფრისაგან არის შექმნილი. სიტყვები დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა შეიძლება უფრო ფართო მნიშვნელობით, როგორც ყველაფრის დასაბამი გავიგოთ. მაგალითად, როგორც საუფლო ლოცვაში: „პური ჩვენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს“. როდესაც ვამბობთ რომ ღმერთი ჩვენი არსობის პურს გვაძლევს, ჩვენ არ ვგულისხმობთ, რომ ღმერთი ამ პურს არაფრისაგან ქმნის. და ეკლესიასტეს სიტყვები იმის შესახებ, რომ ღმერთი ადამიანს სულს შთაბერავს, აუცილებლად ისე არ უნდა გავიგოთ რომ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ღმერთი ამ სიცოცხლეს ან ცხოვრებას არაფრისაგან ქმნის.
3. ღმერთმა გადაფინა ცა და დაამყარა მიწა, რომელმაც გამოსახა ადამის სული მის წიაღში (ზაქ. 12: 1). სულის „გამოსახვაც“ უეჭველად არაფრისაგან არ უნდა გავიგოთ, რადგან ძველ აღთქმაში მრავალჯერ არის თქმული, ადამიანის სხეული დედის წიაღში იქმნება762). ნახ.: იობ. 10: 8, 31: 15; ეს. 44: 2; იერ. 1: 5 და სხვა.
[747] Например, см.: Платон. Федон. 76с—77а // Платон. Собр. соч. Т. 1. С. 31-32; Он же. Федр. 246а-249d // Там же. Т. 2. С. 133-158; Он же. Тимей. 34с—35b, 41e-42d // Там же. Т. 3. С. 437-438; С. 444-445. [748] Об их взглядах см.: Irenaei. Contra haereses. 1. 5. 5–6; 1. 7. 3; 1. 24. 1-2, 5 //PG. Т. 7. Col. 501AB; 516AB; 593A-601A, 604A-605A. Рус. пер. см.: Ириней Лионский, сщмч. Против ересей. С. 35, 39–40, 88–91. Кн. I. Гл. 5, 5-6; 7, 3; 24, 1-2, 5. [749] См.: Немесий Эмесский. О природе человека. М., 1996. С. 54-55. Гл. I. [750] См.: Origenis. De principiis. I. 7. 4; I. 8. 1, 4; II. 3. 1; III. 5. 4 // PG. T. 11. Col. 173AC; 176BC; 188AB; 328B-330B. Рус. пер. см.: Ориген.О началах. Против Цельса. С. 136-137, 139-144, 153-154, 316-318. [751] См.: Ibid. III. 6. 3, 5 // PG. Т. 11. Col. 336-337А; 338АС. Рус. пер. см.: Там же. С. 325-328. [752] См.: Мейендорф И., протопр. Иисус Христос в восточном православном богословии. С. 53-66. [753] Юстиниан, св. Послание к Мине // Деяния Вселенских соборов. Т. 3. С. 536. [754] Он же. Грамота к святому собору об Оригене и его единомышленниках // Деяния Вселенских соборов. Т. 3. С. 538. [755] См.: Theophili Antiocheni. Послания к Автолику um. II. 20 // PG. Т. 6. Col. 1083AC. Рус. пер. см.: Феофил Антиохийский, свят. К Автолику. С. 28. Кн. 2, 20; Irenaei. Contra haereses. 4. 20. 1; 5. 1. 3 // PG. Т. 7. Col. 1032AB; 1122C—1123В. Рус. пер. см.: Ириней Лионский, сщмч. Против ересей. С. 368-369,447-448. Кн. IV. Гл. 20, 1; Кн. V. Гл. 1, 3. Tertulliani. De anima. 4 // PL. Т. 2. Col. 652В. [756] См.: Lactantii. De Opificio Dei. 17, 19 // PL. Т. 7. Col. 127AB, 135A-136B. [757] См.: Hilarii Pictaviensis. De Trinitate. X. 20, 22 // PL. T. 10. Col. 338A, 359. [758] Hieronymi Stridoniensis. Contra Ioannem Hierosalytanum ad Pammachium. 22 // PL. T. 23. Col. 372-373. [759] См.: Maximi Confessoris. Ambigua ad Ioannem // PG. T. 91. Col. 1321C, 1324CD. Рус. пер. см.: Максим Исповедник, преп. О различных недоумениях. С. 293, 295. [760] Подробнее см.: Макарий (Булгаков), архиеп. Православно-догматическое богословие. Т. I. С. 439-440. Авторы, стоявшие на позициях креационизма, расходились в вопросе о времени творения индивидуальных душ: одни считали, что душа творится одновременно с телом, а другие полагали, что сначала образуется тело, а потом создается в нем душа (см.: п. 4.1). [761] Например, см.: Maximi Confessoris. Ambigua ad Ioannem // PG. T. 91. Col. 1324B. Рус. пер. см.: Максим Исповедник, преп. О различных недоумениях. С. 298. [762] Например, см.: Иов.10:8, 31:15; Ис.44:2; Иер.1:5 и др.