10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. ეფ. 6: 10-12
24-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VII.
8.12.2024. ხსნილი თევზით
ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულის წარგზავნა.
მღვდელმოწამეთა კლიმენტი რომის პაპისა (101) და პეტრესი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა (311); ღირსისა პეტრე მდუმარისა (429).
დღის ლოცვები
ტროპარი: რომელი ღმრთისა მიერ ყოვლადდიდებულითა სასწაულთმოქმედებითა ყოველთა კიდეთა სოფლისათა განაკვირვებ და უფროს ღელვასა ზღვისასა და სიღმესა წყლისასა შეიქმ განყოფილად პატიოსანსა ხსენებასა შენსა მარადის წადიერად მოლტოლვილთა ღმრთივაღშენებულსა შენსა ეკლესიასა საკვირველთმოქმედებითა შენთა ნაწილთათა, და შემდგომად ერთა გამოსლვისა ზღვისა უკუე სრბისა-ჰყოფ შეერთებასა, სასწაულთმოქმედო კლიმენტი, ყოვლადსაკვირველო მღდელმოწამეო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცხორებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: საღმრთოსა ვენახისა ვაზად მღდელთმოქმედითა ყოველთა გამოუჩნდი მწთოლვარე სიბრძნისა სიტკბოებასა მეოხებითა შენითა, ყოვლადპატიოსანო, აცხოვნენ მონანი შენნი, რაითა შეგითხზნათ საცნაური გალობაი, ვითარცა ძოწეულნი და შევსწირნეთ შენდა, კლიმენტი წმიდაო.
კონდაკი: მართლმადიდებელთა მორწმუნეთა მიერ ეკლესია განაბრწყინვე, მისთვის იღუაწე რა, ყოვლადსანატრელო მამაო, და არიოს განდგომილი იოტე; ამისთვის შენისა ყოვლადწმიდისა ხსენებისა პატივისმცემელნი მართლმადიდებლობით გადიდებთ: გიხაროდენ, პეტრე, კლდეო სარწმუნოებისაო.
კონდაკი (ორივესი): ეკლესიისა შეურყეველნო გოდოლნო და მართლმადიდებლობისა სუეტნო საღმრთონო, ყოვლადბრძენო კლიმენტი პეტრეს თანა ქებულნო, მეოხებითა თქუენითა დაგვიფარენით ყოველნი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა
უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-2, მკ. 16: 1-8 (დას. 70).
ლიტ.: ეფ. 2: 14-22 (დას. 221). ლკ. 13: 10-17 (დას. 71).
ღმრთისმშობ.: ებრ. 9: 1-7 (დას. 320). ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 (დას. 54).
ცისკ.: მკ. 16: 1-8
1. და როცა გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის. 2. კვირის პირველ დღეს, დილაადრიან, მზის ამოსვლისას მივიდნენ სამარხთან. 3. და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ გადმოგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო? 4. მაგრამ დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ხოლო ის ძალიან დიდი იყო. 5. შევიდნენ სამარხში და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ. 6. ხოლო მან უთხრა: ნუ შეკრთებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს; აღსდგა, აქ აღარ არის; აი, ამ ადგილას ესვენა იგი. 7. მაშ, წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: წინ წაგიძღვებათ გალილეისკენ, და იქ იხილავთ, როგორც გაუწყათ თქვენ. 8. გამოვიდნენ და სირბილით გაშორდნენ საფლავს; ცახცახს და ძრწოლას მოეცვა ისინი, და არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგან ეშინოდათ.
ლიტ.: ეფ. 2: 14-22
14. რადგანაც იგია მშვიდობა ჩვენი, ერთად რომ აქცია ორი, მათ შორის აღმართული ზღუდის დამრღვევი, 15. რომელმაც თავისი ხორცით გაანაქარა მტრობა, აღთქმათა რჯული კი – მოძღვრებით, რათა, მშვიდობისმყოფელს, ორისაგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში, 16. და ორივე ერთი სხეულით შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, რომელზედაც მოაკვდინა მტრობა. 17. მოვიდა და მშვიდობა გახარათ ყველას – შორებელთაც და ახლობელთაც. 18. რადგანაც მისი მეოხებით ორივენი ერთი სულით მივეახლებით მამას. 19. ასე რომ, აღარც უცხონი ხართ და აღარც ხიზნები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი; 20. მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაფუძნებულნი, რომლის ქვაკუთხედია თვით იესო ქრისტე, 21. რომელზედაც მთელი შენობა, მწყობრად ნაგები, წმიდა ტაძრად აღიმართება უფალში, 22. და რომელსაც თქვენც დაეფუძნებით, რათა იყოთ ღვთის სავანე სულით.
ლიტ.: ლკ. 13: 10-17
10. შაბათ დღეს ერთ-ერთ სინაგოგაში ასწავლიდა იგი. 11. იყო იქ თვრამეტ წელიწადს უძლურების სულით შეპყრობილი ქალი, მოკრუნჩხუღს რომ არ შეეძლო წელში გამართვა. 12. იესომ დაინახა, მიიხმო და უთხრა: ქალო, დახსნილი ხარ შენი უძლურებისგან. 13. როგორც კი ხელი დაადო, მყისვე გაიმართა და ადიდებდა ღმერთს. 14. მაშინ განრისხდა სინაგოგის წინამძღვარი, ვინაიდან იესომ შაბათს განკურნა სნეული, და უთხრა ხალხს: ექვსი დღეა, როცა შეიძლება საქმის კეთება; თქვენც მაშინ მოდით განსაკურნავად, და არა შაბათს. 15. მიუგო უფალმა და უთხრა მას: თვალთმაქცო, განა რომელი თქვენგანი არ ახსნის შაბათს ბაგაზე დაბმულ ხარსა თუ ვირს და არ მიჰყავს დასარწყულებლად? 16. ხოლო ეს ასული აბრაამისა, რომელიც თვრამეტ წელიწადს შეკრული ჰყავდა სატანას, არ უნდა დაგვეხსნა ამ საკრველისაგან შაბათს? 17. ამას რომ ამბობდა, რცხვენოდა ყველას, ვინც ეურჩებოდა; მთელი ხალხი კი ხარობდა ყოველივე იმის გამო, რასაც ესოდენ სახელოვნად იქმოდა იგი.
ღმრთისმშობ.: ებრ. 9: 1-7
1. თუმცა პირველ აღთქმასაც ჰქონდა მართლგანაწესი მსახურებისა და ამქვეყნიური საწმიდარი, 2. რადგანაც პირველი კარავი ისე იქნა გამზადებული, რომ შიგ იყო სასანთლე, ტაბლა და საწირავი პური; ხოლო სახელი მისი იყო „წმინდა“. 3. მეორე ფარდის მიღმა კი იყო კარავი, რომელსაც ერქვა „წმიდათაწმიდა“. 4. და ჰქონდა მას ოქროს სასაკმევლე, მთლიანად ოქროთი მოჭედილი კიდობანი აღთქმისა, რომელშიც იდგა მანანით სავსე ოქროს ჭურჭელი, აარონის კვერთხი, რომელიც განედლდა, და აღთქმის ფიცარნი. 5. ხოლო მათ ზემოთ – ქერუბიმნი დიდებისა, სალხინებლის საჩრდილობლად, თუმცა აქ დაწვრილებით ვერ ვილაპარაკებთ მათზე. 6. ამნაირად გამართულ პირველ კარავში ყოველთვის შედიან მღვდლები ღვთისმსახურების აღსასრულებლად. 7. მეორეში კი წელიწადში ერთხელ შედის მღვდელმთავარი, მაგრამ არა სისხლის გარეშე, რომელსაც სწირავს თავისი თავისა და ხალხის ცთომილებათა გამო.
ღმრთისმშობ.: ლკ. 10: 38-42;
38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი. 39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას. 40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს. 41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ; 42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.
11: 27-28
27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი. 28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
მღვდელმოწამე კლიმენტი – რომის პაპი (+101)
მამამ არაფერი იცოდა მომხდარის შესახებ. სხვადასხვა გარემოებათა გამო მან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეიტყო, რომ მისი ცოლ-შვილი ათენში არ ჩასულა და უკვალოდ გაქრა. საშინლად დამწუხრებულმა ფავსტომ პატარა კლიმენტი ერთგულ მონებს მიაბარა აღსაზრდელად, თვითონ კი დაკარგული ცოლ-შვილის საძებრად გაეშურა.
მშობლებს მოწყვეტილი კლიმენტი რომში იზრდებოდა. მან ბრწყინვალე განათლება მიიღო, ფუფუნებით იყო გარემოცული, მაგრამ ახლობლების დაკარგვით დადარდიანებულმა ყმაწვილმა დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რა ელოდა ადამიანს სიკვდილის შემდგომ და ცდილობდა ცხოვრების არსს ჩასწვდომოდა. როცა დედაქალაქამდე მიაღწია ცნობებმა ქრისტესა და მის სწავლებაზე, ნეტარმა დატოვა სახლი, მამული და იქით გაეშურა, სადაც მოციქულები ქადაგებდნენ. ალექსანდრიაში კლიმენტი მოციქულ ბარნაბას შეხვდა, შემდეგ კი პალესტინაში ჩავიდა, პეტრე მოციქულის ხელით მოინათლა და მისი მოსწავლე, განუყრელი თანამგზავრი და მისი ღვაწლისა და ტანჯვით სავსე ცხოვრების მუდმივი თანაზიარი გახდა. პეტრეს თან ახლდნენ კლიმენტის ძმები ფავსტო და ფავსტიანეც, მაგრამ მათ, ბუნებრივია, ერთმანეთი ვერ იცნეს.
მღვდელმოწამე პეტრე – ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი (+311)
როცა პეტრე და მისი თანამგზავრები ლაოდიკიაში ჩავიდნენ, მათ გამოეგებათ ფავსტო და ფავსტიანე.
წმიდა მოციქულმა დატოვა ბედნიერი ოჯახი და მოგზაურობა განაგრძო. გზაში მას შეხვდა ღირსეული გარეგნობის, მაგრამ ღარიბულად ჩაცმული მამაკაცი, რომელიც თითქოს საგანგებოდ ელოდა. კაცი მიუახლოვდა წმიდანს და უთხრა: „ვხედავ, რომ კეთილგონიერი კაცი ხარ და რჩევა მინდა მოგცე. დღეს დილით ვხედავდი, თუ როგორ გახვედი ზღვის ნაპირთან და დიდხანს ლოცულობდი. არ მინდა, რომ ამაოდ დაშვრე, ამიტომ მსურს დაგიმტკიცო: ღმერთი არ არის არც ზეცაში, არც დედამიწაზე და ჩვენზეც არავინ ზრუნავს“. პეტრე გულისხმიერად მოეპყრო გზადაბნეულს და ჭეშმარიტი ღმერთი უქადაგა. უცხოტომელმა მას თავისი ცხოვრება მოუთხრო და გახარებულმა მოციქულმა შეიტყო, რომ უფალს კლიმენტის მამა გამოეჩინა მისთვის. პეტრემ ფავსტოც მიიყვანა დიდი ხნის უნახავ ცოლ-შვილთან.
ფავსტო, მათიდია და მათი შვილები რომში დამკვიდრდნენ, პატივსა და დიდებაში ცხოვრობდნენ. უხვად განიკითხავდნენ გლახაკებს და ღვთის სიტყვის გავრცელებას ცდილობდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ მშობლები მშვიდობით მიიცვალნენ, მათი ძეები კი სახარების ქადაგებას განაგრძობდნენ. განსაკუთრებული მოშურნეობით გამოირჩეოდა კლიმენტი, რომელიც არ განეშორებოდა რომში მყოფ პეტრე მოციქულს. სიკვდილის წინ ნეტარმა მოძღვარმა მას ეპისკოპოსად დაასხა ხელი.
ქრისტიანთა დევნის უმძიმეს ჟამს წმიდა კლიმენტი ბრძნულად განაგებდა რომის სამწყსოს. მან გამოყო შვიდი მწერალი, რომლებიც წმიდა მოწამეთა ღვაწლს აღწერდნენ და, ამგვარად, უძვირფასესი ცნობები შემოგვინახეს. პაპმა კლიმენტიმ მრავალი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. წარმართებმა, რომლებიც ხედავდნენ მღვდელმთავრის წარმატებულ მოციქულებრივ მოღვაწეობას, იმპერატორ ტრაიანესთან (98-117) დაასმინეს – წარმართულ ღმერთებს შეურაცხყოფსო. უღმრთო თვითმპყრობელმა დედაქალაქიდან განდევნა უფლის რჩეული და ყირიმში გაგზავნა, ქალაქ ხერსონესის (დღევანდელი სევასტოპოლი) მახლობლად მდებარე ინკერმანის ქვის სამტეხლოებში სამუშაოდ. წმიდანის მრავალმა მოწაფემ ნებსითი დევნულება არჩია მოძღვართან განშორებას და თან გაჰყვა ნეტარ მღვდელმთავარს. გადასახლების ადგილზე ჩასულ კლიმენტის აქ დახვდა მრავალი ქრისტიანი, რომელთაც უმძიმეს პირობებში მუშაობა ჰქონდათ მისჯილი და სასმელ წყალსაც კი მოკლებულნი იყვნენ. წმიდანმა მსჯავრდებულებთან ერთად ილოცა და უფალმა მიანიშნა მათ წყაროსთვალზე, საიდანაც მთელი მდინარე გადმოდინდა. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მიიზიდა პაპ კლიმენტისთან. მისი ქადაგებების გავლენით ურიცხვი წარმართი მოექცა ქრისტეს სჯულზე. მორწმუნეებმა მოახერხეს, რომ ქვის სამტეხლოებში გამოეკვეთათ ტაძარი, სადაც ნეტარი კლიმენტი მღვდელმსახურებდა. წმიდანის მოციქულებრივმა ღვაწლმა განარისხა იმპერატორი ტრაიანე და ბრძანა, ნეტარი მწყემსმთავარი დაეხრჩოთ. მაშინ უსჯულოებმა უფლის რჩეულს ყელზე ღუზა გამოაბეს და შავ ზღვაში დანთქეს. ეს მოხდა 101 წელს.
მღვდელმთავრის ერთგული მოწაფეების, კორნილიუსისა და თებეს, ასევე მთელი ხალხის ლოცვით ზღვა უკუიქცა და მორწმუნეებმა წყალქვეშ სასწაულებრივ გამოკვეთილ მარმარილოს ტაძარში („ანგელოზთა ეკლესიაში“) დასვენებული მოძღვრის უხრწნელი ნაწილები იხილეს. ამის შემდეგ მღვდელმთავარ კლიმენტის მოწამეობრივი აღსასრულის დღეს ზღვა ყოველწლიურად იხევდა უკან და ქრისტიანებს საშუალება ეძლეოდათ, შვიდი დღის მანძილზე თაყვანი ეცათ სიწმიდისათვის. ღვთის დაშვებით, მხოლოდ IX საუკუნეში, იმპერატორ ნიკიფორეს (802-811) ზეობის ჟამს დაიფარა მორწმუნეთა თვალთაგან კლიმენტის წმიდა ნაწილები: ორმოცდაათი წლის მანძილზე ზღვა არ აჩენდა თავის წიაღში მდებარე ტაძარს. როცა იმპერატორ მიხეილ III-ისა (855-867) და მისი დედის, თეოდორას (842-855) მეფობის ჟამს ხერსონესში ჩასულმა მოციქულთასწორებმა კირილემ და მეთოდემ შეიტყვეს ამის შესახებ, ადგილობრივ ეპისკოპოს გიორგისთან და მთელ ერთან ერთად ლოცვად დადგნენ სიწმიდის გამოსაჩენად. მას შემდეგ, რაც ეპისკოპოსმა გიორგიმ კირილეს, მეთოდეს, კონსტანტინოპოლში ჩასულ სამღვდელოებასა და ერთან ერთად მხურვალედ ილოცა, შუაღამით ზღვის ზედაპირზე სასწაულებრივ ამოტივტივდა ნეტარი კლიმენტის ნაწილები. ისინი პატივით გადააბრძანეს წმიდა მოციქულთა ტაძარში. მღვდელმოწამის ზოგიერთი ნაწილი კირილემ და მეთოდემ რომში გადაასვენეს, მისი პატიოსანი თავი კი მოციქულთასწორმა ვლადიმირმა (+1015) კიევში გადააბრძანა.
მღვდელმთავარმა კლიმენტიმ დაგვიტოვა ორი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ – მოციქულთა წერილების შემდეგ ქრისტიანული სწავლების პირველი წერილობითი ძეგლები.
დევნისა და შევიწროების მიუხედავად ალექსანდრიის ეკლესია პეტრე ალექსანდრიელის ბრძნული ხელმძღვანელობით მტკიცდებოდა და იზრდებოდა. ბოლოს იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ბრძანებით მღვდელმთავარი შეიპყრეს. მთელი ხალხი შეიკრიბა საპყრობილის კარებთან მღვდელმთავრის დასახმარებლად. წმიდა პეტრემ, რომელსაც სურდა, თავიდან აეცილებინა სახალხო ჯანყი და სისხლისღვრა, ხელისუფალს წერილობით შესთავაზა, ციხის უკანა კედელი გაერღვიათ და ხალხისგან ფარულად გაეყვანათ იგი სიკვდილით დასასჯელად. ღამის უკუნში წმიდა მწყემსმთავარი ქალაქის გალავანს გადაღმა გაიყვანეს და სწორედ იმ ადგილას მოჰკვეთეს თავი, სადაც ადრე წმიდა მოციქული მარკოზი დასაჯეს სიკვდილით. ეს მოხდა 311 წელს. დილით ქალაქმა შეიტყო წმიდა მღვდელმთავრის მოწამეობრივი აღსასრული. მორწმუნეებმა უფლის სათნომყოფლის ცხედარი ეკლესიაში დააბრძანეს, სამღვდელმთავრო სამოსით შემოსეს და წესის აგების დროს შემაღლებულ ადგილას დასვეს. სიცოცხლეში პეტრე მხოლოდ კვარცხლბეკთან ჯდებოდა, რადგან, როგორც თვითონ ამბობდა, ამ ადგილს გარს შემოვლებულ ღვთაებრივ ნათელს ხედავდა და მასზე ასვლას ვერ ბედავდა.
მართლმადიდებლობის დიდი მოსაგრე – პეტრე ალექსანდრიელი ცნობილია, როგორც ღრმა ღვთისმეტყველი და საეკლესიო მწერალი.
ღირსი პეტრე მდუმარე (+დაახლ. 429)
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.