იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორია, გოლგოთას მთა
30 წელი, 7 აპრილი, პარასკევი
მთ. 27 50. ხოლო იესუ კუალად ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული. 50. როდესაც იგემა ძმარი, იესომ თქვა: აღსრულდა; თავი დახარა და სული განუტევა. |
მკ. 15 37. ხოლო იესუ ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული. 37. ხოლო იესომ კვლავ შეღაღადა ხმამაღლა და განუტევა სული. |
ლკ. 23 (წინ. 23:45; # 162) 46. და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა იესუ და თქუა: მამაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა. და ესე რაჲ თქუა, განუტევა სული. (შემდ. 23:47-49; # 162) 46. მაშინ ხმამაღლა შეღაღადა იესომ და თქვა: მამაო, შენს ხელს ვაბარებ ჩემს სულს; და ამ სიტყვებით განუტევა სული. |
ინ. 19 30. და ოდეს მიიღო ძმარი იგი იესუ, თქუა: ესეცა წერილი აღსრულებულ არს. და მიიდრიკა თავი და განუტევა სული. (შემდ. 19:31-42; # 163) 30. როდესაც იგემა ძმარი, იესომ თქვა: აღსრულდა; თავი დახარა და სული განუტევა. |