103. იესო ქრისტეს წასვლა იორდანეს გაღმა და მოსახლეობის სწავლება

იორდანეს გადაღმა იუდეა

30 წელი

მთ. 19 (წინ. 19:1; # 89)

… და მივიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ-იოდანესა. 2. და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგინი მუნ.

მივიდა იუდეის მხარეში, იორდანეს გაღმა. კვლავ მიაშურა მას ხალხმა და, როგორც სჩვეოდა, კვლავ ასწავლიდა მათ.

(შემდ. 19:3-12; # 120)

მკ. 10 (წინ.10:1; # 89)

1. და აღდგა მიერ იესუ და მოვიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ-იორდანესა, და შეკრბებოდა მისა კუალად ერი, და, ვითარცა ჩუეულ იყო, კუალად ასწავებდა მათ.

1. წამოვიდა იქიდან და მივიდა იუდეის მხარეში, იორდანეს გაღმა. კვლავ მიაშურა მას ხალხმა და, როგორც სჩვეოდა, კვლავ ასწავლიდა მათ.

(შემდ. 10:2-12; # 120)

ლკ.

ინ. 10

40. და წიაღჴდა მიერ იორდანესა, ადგილსა მას, სადა ნათელ-სცემდა პირველად იოვანე, და დაადგრა მუნ. 41. და მრავალნი მოვიდოდეს მისა და იტყოდეს, ვითარმედ: იოვანე სასწაული არარჲ ქმნა; ხოლო ყოველი, რომელი თქუა იოვანე ამისთჳს, ჭეშმარიტ იყო. 42. და მრავალთა ჰრწმენა მისი მუნ.

40. და კვლავ გავიდა იორდანეს გაღმა, იმ ადგილას, სადაც უწინ ნათელს სცემდა იოანე, და დარჩა იქ. 41. ბევრი მიდიოდა მასთან და ეუბნებოდა, რომ იოანეს არ მოუხდენია არავითარი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც მასზე თქვა, მართალი იყო. 42. და იქ ბევრმა ირწმუნა იგი.