31. გალილეაში დაბრუნების მიზეზი

იუდეადან გალილეაში
27 წელი

მთ. მკ. ლკ. ინ. 4

1. ვითარცა გულისჴმა-ყო უფალმან, რამეთუ ესმა ფარისეველთა, ვითარმედ იესუს უმრავლესნი მოწაფენი უსხენ და ნათელ-სცემს, ვიდრე იოვანეს, 2. რამეთუ თჳს იესუ არა ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი, 3. დაუტევა ჰურიასტანი და წარვიდა გალილეად.

1. ხოლო როცა უფალმა გაიგო, ფარისევლებმა შეიტყვეს, რომ იესო უფრო მეტ მოწაფეებს იძენს და ნათელს სცემს, ვიდრე იოანეო 2. (თუმცა თვით იესო როდი სცემდა ნათელს, არამედ მისი მოწაფეები). – 3. მიატოვა იუდეა და კვლავ გალილეას წავიდა.