კატეგორია: თანამედროვე საეკლესიო მწერლობა

ადამი

სამოთხე ედემისა და ხენი მისნი ედემი სამოთხე ედემისა არის დედამიწის ისტორიის ნაწილი. ადამის ცოდვით დაცემამდე ის აქ, დედამიწაზე იყო. წმიდა იოანე დამასკელის განმარტებით, ედემის სამოთხე მდებარეობს: “…აღმოსავლეთით, მთელ დედამიწაზე უფრო მაღლა, არის კეთილშეზავებული, ირგვლივ ფაქიზი და უწმინდესი ჰაერით გაშუქებული, მარადყვავილოვანი მცენარეებით გამშვენებული, კეთილსურნელებით სავსე და სინათლით ავსებული, რაც აღემატება ყოველგვარი გრძნობადი მშვენიერებისა და სილამაზის შესახებ…

Read the full article

ადამი

“ეგრეთცა წერილ არს: იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშვინველად ცხოველად, ხოლო უკუანასკნელი ადამ – სულად განმაცხოველებელად” (1 კორ. 15:45). 1. კაცი მშვინვიერი და მისი საწყისი თავისებურებები * სჯა და შესაქმე ღმრთისა მეტყუელისა (დაბ. 1:26-2:2) დაბადების წიგნი გვამცნობს, რომ კაცის შექმნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ღმერთს ერთსახოვნად არ მიუღია. ადამიანური გაგებით, სამებას ამისთვის წინასწარი რჩევა-რჩეობა ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით…

Read the full article

“ადექით, ნუ გეშინიათ!” ეს არის ფერისცვალება

იესო ეკუთვნის არა მხოლოდ პეტრეს, იაკობსა და იოანეს, არამედ ყველას, ვისაც შეუძლია ფერისცვალების დღეს სულით შეიგრძნოს მაცხოვრის ხელი წინარე ამბავი: ფერისცვალებასთან დაკავშირებულ ამბავში მოწაფეები რამდენიმე უჩვეულო მოვლენის მომსწრენი გახდნენ , რომელთაგან ყველაზე ძნელად მისაღები და დაუჯერებელი ის იყო, რაც თვით მაცხოვარმა აუწყა მათ: “უნდა წასულიყო იერუსალემს, დაეთმინა მრავალი ტანჯვა უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სასიკვდილოდ მიეცა…

Read the full article

სვეტიცხოველობა

  სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა   სვეტი ძველ აღთქმაში და მისი დადებითი შინაარსი ბიბლიურ სამყაროში სვეტს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ის უმეტესწილად უჩვეულო, უცნაურ გარემოებებში მოიხსენიება, მაგრამ ძირითადად მაინც ორ კონტექსტში გვხვდება: ეს არის სვეტი, როგორც ნაგებობის საყრდენი და სვეტი, რომელიც თავისთავად დგას. არსებობს გამონაკლისებიც. თუ ბიბლიაში ყურადღებას სვეტების მეტაფორულ მნიშვნელობაზე გავამახვილებთ, უფრო მეტ ნაირსახეობას ვიხილავთ.…

Read the full article

ქრისტეშობის თარიღი

  ხარება და ქრისტეშობის თარიღთან დაკავშირებული ძველი და ახალი  ცნობების ერთიანი ანალიზი საქართველოს, იერუსალიმის, რუსეთის, სერბეთის მართლმადიდებლური, ათონი, ძველი აღმოსავლეთის და აღმოსავლეთის კათოლიკური ეკლესიები ქრისტეშობას იულიანური კალენდრის მიხედვით 25 დეკემბერს აღნიშნავენ, რაც თანამედროვე გრიგორიანული კალენდრის 7 იანვარს შეესაბამება.