გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
ნიკიფორე კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (წმ. ნაწ. აღმოყ. 846 წ.); მოწამისა საბინესი (287); მოწამეთა: აფრიკანესი, პუპლისა და ტერენტისა (III); მოწამისა ალექსანდრესი (305-311); მოწამისა ქრისტინე სპარსისა (IV); ღირსისა ანინე ხუცისა.
დღის ლოცვა
აღმოყვანება ნაწილთა ნიკოფორე კონსტანტინოპოლელი პატრიარქის
კონდაკი: გუნდი მამამთავართა წმიდასა ხსენებასა შენსა აქებენ და გალობით პატივს სცემენ, ნიკიფორე, რამეთუ მიიღეს სული შენი დიდებით; ამისთვის დღეს ეკლესია პატიოსანი, მადიდებელი ქრისტეს მეუფისა, ადიდებს მხოლოსა კაცთმოყუარესა.
დღის საკითხავები
სამშ. VI ჟამზე: ეს. 5: 7-16.
მწუხრზე: დაბ. 4: 8-15. იგავ. 5: 1-15.
სამშ. VI ჟამზე: ეს. 5: 7-16
7. რადგან ცაბაოთ უფლის ვენახი ისრაელის სახლი და იუდას ხალხია, მისი სანატრელი ნერგი, სამართალს მოელოდა და, აჰა, სისხლის ღვრაა! სიმართლეს და, აჰა, სასოწარკვეთილი ძახილია! 8. ვაი თქვენ, სახლების სახლებზე მიმდგმელნო და ყანების ყანებზე მიმჯრელნო, რომ ადგილი აღარსად დარჩა და თქვენს გარდა აღარავინ ცხოვრობს დედამიწაზე. 9. ყურში ჩამესმა ცაბაოთ უფლისგან: მრავალი სახლი გაუდაბურდება, დიდნი და კეთილნაგებნი გაუკაცრიელდებიან. 10. ნამდვილად, ათ ქცევა ვენახში ერთი ბათიც არ მოვა და ერთი ხომერი თესლიდან ერთი ეფაც არ მოვა! 11. ვაი მათ, დილაადრიანვე დასალევს რომ ეძებენ და გვიანობამდე ღვინით ხურდებიან! 12. ებანი, ქნარი, დოლი, სტვირი და ღვინო მათი ლხინია; არ უყურებენ ღვთის საქმეს და მისი ხელის ნამოქმედარს ვერ ხედავენ. 13. ამიტომ დატყვევდება ჩემი ერი უგუნურებისთვის; მისი დიდებულები შიმშილით გაწყდებიან და მის მდაბიორებს წყურვილი გაახმობს. 14. ამიტომაც გაფართოვდა შავეთი და ხახა უსაზომოდ დააფჩინა. ჩახდება იქ მისი დიდება და უხვება, მისი შვება და ლხენა; 15. მოდრკება ადამის ძე და კაცი დამცირდება, ამპარტავანთა თვალი დაიხრება. 16. მაგრამ აღზევდება ცაბაოთ უფალი სამსჯავროზე და წმიდა ღმერთი იწმიდებს სამართალში.
მწუხრზე: დაბ. 4: 8-15
8. უთხრა კაენმა თავის ძმას, აბელს: გავიდეთ ველად. და როცა ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა. 9. უთხრა უფალმა კაენს: სად არის შენი ძმა აბელი? მიუგო: არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ. 10. უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს. 11. ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან. 12. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე. 13. უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი: 14. აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა. 15. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს.
მწუხრზე: იგავ. 5: 1-15
1. ჩემო შვილო, ჩემს სიბრძნეს უსმინე, ჩემს შეგონებას მიაპყარ ყური, 2. რათა შეინარჩუნო განსჯა და ცოდნა დაიმარხოს შენშა ბაგეებმა. 3. რადგან თაფლი სდის უცხო ქალის ბაგეებს და ზეთივით გასლექილია მისი სასა. 4. ბოლოს კი აბზინდასავით გამწარდება, ორლესული მახვილივით გაფხავდება; 5. მისი ფეხები სიკვდილისკენ ჩადის, შავეთში იდგმება მისი ნაბიჯები. 6. ვერ აგნებს სიცოცხლის გზას, არეული აქვს გზაკვალი, არ იცის სად მიდის. 7. ახლა, მისმინეთ, შვილებო, და ნუ გადაუხვევთ ჩემს ნათქვამს: 8. შორს იყოს მისგან შენი გზა და არ გაეკარო მისი სახლის კარს, 9. რომ სხვებს არ მისცე შენი ღირსება და შენი წლები – დაუნდობელს, 10. რომ არ გაძღნენ უცხონი შენი დოვლათით და შენი ჭირნახულით – მტრის სახლში. 11. ივიშვიშებ ბოლოჟამს, როცა დაგელევა ხორცი და ტანი. 12. იტყვი: როგორ მძულდა დარიგება და როგორ სძაგდა ჩემს გულს მხილება! 13. არ ვუსმენდი მოძღვრის ხმას და მასწავლებელს ყურს არ ვუგდებდიო. 14. რა ბოროტება არ ჩამიდენიაო ხალხში და კრებულშიო! 15. სვი წყალი შენი აუზიდან და ანკარა შენი ჭიდან,
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
მღდელმოწამე პუბლი (II)
წმიდა მოწამენი: აფრიკანი, პუბლი და ტერენტი (II)
წმიდა მოწამე ალექსანდრე (+305-311)
წმიდა მოწამე ქრისტიანე სპარსი (IV)
წმიდა ნიკიფორე კონსტანტინეპოლელის ნაწილთა აღმოყვანება (846)
846 წელს პატრიარქ ნიკიფორეს უხრწნელი და კეთილსურნელოვანი წმიდა ნაწილები აღმოიყვანეს და კონსტანტინეპოლში გადაასვენეს. წმიდა ნაწილები ერთი დღე წმიდა სოფიის ტაძარში იყო დასვენებული, შემდეგ კი წმიდა მოციქულთა ტაძარში გადააბრძანეს. წმიდანის ხელი ათონზე, ხილენდარის მონასტერში ინახება.
წმიდა ნიკიფორემ დაგვიტოვა ხატმებრძოლთა მამხილებელი სამი თხზულება.
წმიდა ნიკიფორეს ეკლესია 2 ივნისსაც იხსენიებს.