33-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. 16. 01. 2024. ოთხშაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

   33-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა.

17. 01. 2024. ნათლისღების წინადღესასწაული 

კრება წმიდათა 70-თა მოციქულთა: იაკობისა – ძმისა უფლისა, მარკოზ და ლუკა მახარებელთა, კლეოპასი, სვიმეონისა (ნათესავისა უფლისა), ბარნაბასი, იოსიასი (იოსტოსისა), თადეოზისა, ანანიასი, სტეფანე პირველმოწამე მთავარდიაკონისა, ფილიპესი, პროხორესი, ნიკანორისა, ტიმონისა და პარმენისა 7-თა დიაკონთაგანთა, ტიმოთესი, ტიტესი, ფილიმონისა, ონისიმესი, ეპაფრასისა, არქიპოსი, შილასი, სილოვანესი, კრისკენტისა, კრისპესი, ეპენეტისა, ანდრონიკესი, სტაქოსისა, ამპლისა, ურბანოსისა, ნარკისისა, აპელისა, არისტობულესი, იროდიონისა, აგაბოსი, რუფესი, ასინკრიტესი, ფლეგონტისა, ერმისა, პატროვისა, ერმისა, ლინესი, გაიოზისა, ფილოლოგისა, ლუკასი, იასონისა, სოსიპატრესი, ოლიმპიოსისა, ტერტიოსისა, ერასტისა, კვარტისა, ევოდისი, ონისიფორესი, კლიმენტისა, სოსთენისა, აპოლოსისა, ტვიქიკესი, ეპაფროდიტესი, კარპესი, კოდრატესი, მარკოზისა, ზინასი, არისტარქოსი, პუდისა, ტროფიმესი, მარკოზისა (ბარნაბას ძმისწულისა), არტემისა, აკვილასი, ფორტუნატესი და აქაიკისა, დიონისე არეოპაგელისა და სვიმონ ნიგერისა (I-II)*; ღირსთა: ევაგრესი, შიო მღვიმელის მოწაფისა, და ელია დიაკონისა, იოანე ზედაზნელის მოწაფისა (VI); ღირსისა თეოქტისტესი, სიკელიის კუკუმოს იღუმენისა (800); ღირსმოწამისა ზოსიმე მონაზონისა და მოწამისა ათანასე კომენტარისა (III-IV); ევსტათი I, სერბელი მთავარეპისკოპოსისა (1279-1286); ღირსისა ტიმოთე მესვეტისა, ანტიოქიელისა (872); ღირსისა მოწამისა ონოფრე ახლისა (1818).

დღის ლოცვა

სამოცდაათთა მოციქულთა კონდაკი

ქრისტეს მოწაფეთა გუნდთა სამეოცდა ათთა ყოვლადქებულთა სარწმუნოებით და ქებით უგალობდეთ, რამეთუ ამით მიერ ვისწავეთ ყოველთა სამებისა წმიდისა განუყოფელად თაყუანისცემა, რომელნიცა გიან მნათობად საღმრთოდ მორწმუნეთა.

დღის საკითხავები 

ლიტ.: მოც.: რომ. 8: 8-14 (დას. 96, შუა). ლკ. 10: 1-15 (დას. 50). 

ლიტ.: მოც.: რომ. 8: 8-14 

8. და იყო დიდი სიხარული იმ ქალაქში. 9. იმავე ქალაქში იყო ერთი კაცი, სახელად სიმონი, გრძნეულებას რომ მისდევდა უწინ, აცვიფრებდა სამარიელებს და დიდ ვინმედ მოჰქონდა თავი. 10. ყველა, დიდი თუ პატარა, უსმენდა და ამბობდა: ეს არის ძალა ღვთისა, დიადად რომ იწოდებაო. 11. სმენით კი იმიტომ უსმენდნენ, რომ რა ხანია აცვიფრებდა მათ გრძნეულებით. 12. მაგრამ როდესაც ერწმუნენ ფილიპეს, ღვთის სასუფევლისა და იესო ქრისტეს სახელის მახარებელს, ნათელს იღებდა ქალიც და კაციც. 13. თვითონ სიმონმაც ირწმუნა და ნათელ იღო, გვერდიდან აღარ შორდებოდა ფილიპეს, და, დიდ ძალთა და სასწაულთა მხილველს, უკვირდა. 14. იერუსალიმში დარჩენილმა მოციქულებმა გაიგეს, რომ სამარიამ მიიღო ღვთის სიტყვა, და გაგზავნეს მათთან პეტრე და იოანე,

ლიტ.: მოც.: ლკ. 10: 1-15 

1. ამის შემდეგ აირჩია უფალმა სხვა სამოცდაათი მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას. 2. უთხრა მათ: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მაშ, ევედრეთ სამკალის პატრონს, რათა მუშაკნი მოავლინოს თავის სამკალში. 3. წადით: აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. 4. ნუ წაიტანებთ ნურც ფუთას, ნურც აბგას, ნურც ფეხსაცმელს, და ნურავის მიესალმებით გზაში. 5. რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს. 6. თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და – თქვენვე დაგიბრუნდებათ. 7. იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაცა აქვთ, რადგანაც ღირსია მაშვრალი თავისი საზღაურისა. ნუ გადახვალთ სახლიდან სახლში. 8. თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ. 9. განკურნეთ იქაური სნეულნი და უთხარით მათ: მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. 10. ხოლო თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით: 11. თვით მტვერს, რომელიც თქვენს ქალაქში მოგვეკრა, ჩამოვიბერტყავთ და თქვენ გიტოვებთ; მაგრამ იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. 12. გეუბნებით, განკითხვის დღე სოდომისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე ამ ქალაქისათვის. 13. ვაი, შენდა, ქორაზინ! ვაი შენდა, ბეთსაიდა! რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი სასწაული, რა ხანია ძაძასა და ნაცარში მსხდომნი შეინანებდნენ. 14. ამიტომ განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის. 15. და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებული, ჯოჯოხეთამდე დაემხობი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

კრება წმიდათა სამოცდაათთა მოციქულთა – ეს დღესასწაული მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაწესდა იმისათვის, რომ ცხადად გამოჩენილიყო ყველა მოციქულის თანასწორობა და ამით აღკვეთილიყო უთანხმოებანი მათ თაყვანისმცემელთა შორის. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავის მოწაფეთაგან 70 გამოარჩია, რომ მთელი ქვეყნიერებისათვის მოეფინა სახარების სწავლება.
4 იანვარს ერთად ვდღესასწაულობთ 70-ვე მოციქულის ხსენებას, წლის განმავლობაში კი წმიდა ეკლესია ცალ-ცალკე იხსენიებს მათ. მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა (23 ოქტომბერს), მარკოზ მახარებელი (25 აპრილს), ლუკა მახარებელი (18 ოქტომბერს), კლეოპა, ძმა იოსებ დამწინდველისა და სვიმეონი, ძმა მისი (2 აპრილს), ბარნაბა (11 ივნისს), იოსია, ანუ იოსები, ბარსაბად, ანუ იუსტად წოდებული (30 ოქტომბერს), თადეოზი (21 აგვისტოს), ანანია (1 ოქტომბერს), მთავარდიაკონი სტეფანე (27 დეკემბერს), ფილიპე 7 დიაკონთაგან (11 ოქტომბერს), პროხორე 7 დიაკონთაგან (28 დეკემბერს), ტიმონი 7 დიაკონთაგან (28 ივლისს და 30 დეკემბერს), პარმენი 7 დიაკონთაგან (28 ივნისს), ტიმოთე (22 იანვარს), ტიტე (25 აგვისტოს), ფილიმონი (22 ნოემბერს და 19 თებერვალს), ონისიმე (15 თებერვალს), ეპაფრა და არქიპო (22 ნოემბერს და 19 თებერვალს), სილა, სილუანი, კრისკენტი, ანუ ქრისკი (30 ივლისს), კრისპი და ეპენტი (30 ივლისი), ანდრონიკე (17მაისს და 30 ივნისს), სტაქოსი, ამპლი, ურვანოსი, ნარკოსი, აპელიუსი (31 ოქტომბერს), არისტობულე (31 ოქტომბერს და 16 მარტს), იროდიონი, ანუ როდიონი (8 აპრილს და 10 ნოემბერს), აგავი, რუფი, ასინკრიტე, ფლელიანტე (8 აპრილს), ერმი (5 ნოემბერს და 31 მაისს), პატროვი (5 ნოემბერს), ერმი (8 აპრილს), ლინი, გაიოზი, ფილოლოგი (5 ნოემბერს), ლუკა (10 სექტემბერს), იასონი (28 აპრილს), სოსიპატრე (28 აპრილს და 10 ნოემბერს), იოიმპი, ანუ ოლიმპანი (10 ნოემბერს), ტერტიუსი (30 ოქტომბერს და 10 ნოემბერს), ერასტი, კუარტი (10 ნოემბერს), ევოდი (7 სექტემბერს და 8 დეკემბერს), ონისიფორე (7 სექტემბერს და 8 დეკემბერს), კლიმენტი (25 ნოემბერს), სოსთენი (8 დეკემბერს), აპოლო (10 სექტემბერს და 8 დეკემბერს), ტვიქიკე, ეპაფროდიტე (8 დეკემბერს), კარპოსი (26 მაისს), კოდრატე (21 სექტემბერს), მარკოზი, იგივე იოანე, ზინა (27 სექტემბერს), არისტარქოსი (15 აპრილს და 27 სექტემრერს), პუდი, ტროფიმე (15 აპრილს), მარკოზი, ბარნაბას ძმისწული არტემი (30 ოქტომბერს), აკვილა (14 ივლისს), ფორტუნატიანი და აქაიკი (4 იანვარს).
70 მოციქულს მიათვლიან აგრეთვე კეფას, რომელსაც უფალი გამოეცხადა აღდგომის შემდეგ (1 კორ. 15, 5-6) და სვიმეონს, ნიგერად წოდებულს (საქმე 13,1), რადგან მათაც დიდად გაითქვეს სახელი თავიანთი მოციქულებრივი ღვაწლით. 
ღირსი ზოსიმე აღმსარებელი წარმოშობით კილიკიიდან იყო. დიოკლეტიანეს (284-305) დროს იგი შეიპყრეს და ქრისტეს აღსარებისათვის სასტიკად აწამეს, მაგრამ ღვთის ნებით უვნებელი დარჩა. ამ სასწაულის მოწმემ – საპყრობილის ზედამხედველმა ათანასემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა. განთავისუფლების შემდეგ წმიდანები უდაბნოში გავიდნენ, მთის ნაპრალში დამკვიდრდნენ და აღსასრულამდე აქ მოსაგრეობდნენ. 

წმიდა თეოკტისტე აღმსარებელი – წინამძღვარი, რომელი იყო კუკუზიის სიკილიისა (+800)

 წმიდა თეოკტისტე აღმსარებელი – წინამძღვარი, რომელი იყო კუკუზიის სიკილიისა (+800)
ღირსმოწამე ექვთიმე, ვატოპედის მონასტრის იღუმენი და მასთან ერთად 12 ბერი XIII საუკუნეში მოსაგრეობდნენ ათონის მთაზე. ისინი პირუთვნელად ამხელდნენ ლათინთა ერესისაკენ მიდრეკილ პატრიარქებს – მიხეილ პალეოლოგს (1261-1281) და იოანე დეკს (1275-1282), რისთვისაც წამებით ამოხადეს სული – იღუმენი ზღვაში დაახრჩვეს, ბერები კი – ჩამოახრჩვეს. 
ღირსი ევსტათე, ახოვანი მოსაგრე და კეთილი მოძღვარი, საყოველთაო სიყვარულით სარგებლობდა იგი. მალე მონასტრის იღუმენად აირჩიეს. რამდენიმე წლის შემდეგ წმიდანს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. თბილად მიიღო სამწყსომ მდიდარი სულიერი გამოცდილების მქონე, ასკეტური ცხოვრებით გამორჩეული მღვდელმთავარი.
მოკლე ხანში ღირსი მამა სერბეთის მთავარეპისკოპოსი გახდა. შვიდი წელი ბრძნულად განაგებდა იგი ეკლესიას, 1285 წელს კი მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. 
ღირსმოწამე ონოფრე (ერობაში მათე) ბულგარეთის სოფელ გაბროვოში დაიბადა. მან კარგი განათლება მიიღო და ბრწყინვალე მომავალიც ელოდა, მაგრამ ღვთისმოყვარე ჭაბუკმა ათონის მთას მიაშურა და ხილენდარის მონასტერში მანასეს სახელით აღიკვეცა ბერად. თურმე ერთხელ, ბავშვობაში, მამას მათე ანცობისათვის დაუსჯია და გაბრაზებულ ბავშვს უაზროდ დაუყვირნია: „გავთურქდები!” ქრისტიანობის ამ უნებლიე, სიტყვიერი გმობის გამო სინანულმა მიიყვანა იგი წმიდა მთაზე, მაგრამ ათონელ ბერთა ცხოვრების მკაცრმა წესმაც ვერ დააკმაყოფილა, ქრისტესათვის წამების სურვილი აღეძრა და თავისი გულისნადები გამოცდილ მოძღვარს, ნიკიფორეს გაუმხილა. ნიკიფორემ სქემით შემოსა მოშურნე ბერი, ონოფრე უწოდა და თურქების კუთვნილ კუნძულ ხიოსზე გაგზავნა, სადაც წმიდანმა გმო ყურანის ცრუ-სიბრძნე და აშკარად აღიარა ქრისტე. ამისთვის იგი შეიპყრეს და სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს და ზღვაში ჩააგდეს.